„საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით პირობით მსჯავრდებულთა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირთა მიმართ კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დაცვის განსხვავებული წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 16 აპრილის №522 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 532
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 12/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/05/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 23/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.027.017027
532
12/05/2020
ვებგვერდი, 12/05/2020
100110000.22.027.017027
„საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით პირობით მსჯავრდებულთა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირთა მიმართ კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დაცვის განსხვავებული წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 16 აპრილის №522 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №532

2020 წლის 12 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით პირობით მსჯავრდებულთა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირთა მიმართ კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დაცვის განსხვავებული წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 16 აპრილის №522 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით პირობით მსჯავრდებულთა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირთა მიმართ კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დაცვის განსხვავებული წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 16 აპრილის №522 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 16/04/2020, სარეგისტრაციო კოდი: 100110000.22.027.017017) პირველი მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე, პირობით მსჯავრდებულები და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირები გათავისუფლდნენ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილი რეჟიმით რეგისტრაციისა და აღრიცხვაზე აყვანის მიზნით გამოცხადების ვალდებულებისაგან, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულისა და ოჯახში ძალადობის ჩადენისათვის პირობით მსჯავრდებული და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირები, 2020 წლის 18 მაისიდან, პრობაციის ბიუროში გამოცხადდნენ კანონმდებლობით განსაზღვრული ზოგადი წესით,  პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილი რეჟიმის შესაბამისად.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი