„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 68
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 08/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017000
68
08/05/2020
ვებგვერდი, 11/05/2020
140130000.22.034.017000
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №68

2020 წლის 8 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №108 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 30/12/2019, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016931) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჭ1“ ქვეპუნქტი:

„ჭ1) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა;“.

2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ1“ ქვეპუნქტი:

„რ1) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს შემოსულ ადმინისტრაციულ საჩივრებზე ადმინისტრა­ცი­ული წარმოების ჩატარებას და ამზადებს წინადადებებს ად­­­მი­ნისტრაციული საჩივრის მიღებაზე ან განხილვაზე უარის თქმის შესახებ;“.

3. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:

„ი1) კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური