საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ასპინძის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (ფიზიკური პირები) და იურიდიული პირების დასუფთავების მოსაკრებლისაგან გათავისუფლების შესახებ

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ასპინძის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (ფიზიკური პირები) და იურიდიული პირების დასუფთავების მოსაკრებლისაგან გათავისუფლების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ასპინძის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/05/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/05/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 20/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.140.016427
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
11
08/05/2020
ვებგვერდი, 11/05/2020
010250020.35.140.016427
საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ასპინძის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (ფიზიკური პირები) და იურიდიული პირების დასუფთავების მოსაკრებლისაგან გათავისუფლების შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

(ძალადაკარგულია - 19.12.2023, №36)

    ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №11

2020 წლის 8 მაისი

დაბა ასპინძა

 

საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ასპინძის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (ფიზიკური პირები) და იურიდიული პირების დასუფთავების მოსაკრებლისაგან გათავისუფლების შესახებ

 საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ბ“ ქვეპუნქტის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე და ,,კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 აპრილის  №220 დადგენილების მე-6 მუხლის  შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ასპინძის  მუნიციპალიტეტის მოსახლეობა (ფიზიკური პირები) სრულად გათავისუფლდეს 2020 წლის მარტის, აპრილისა და მაისის თვის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან.
მუხლი 2
საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ასპინძის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული იურიდიული პირები, რომლებსაც საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო, შეეზღუდათ საქმიანობის განხორციელების უფლება,  სრულად გათავისუფლდნენ 2020 წლის მარტის, აპრილისა და მაისის თვის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან.
მუხლი 3
ფიზიკურ პირებსა და ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ იურიდიულ პირებს, რომლებსაც უკვე გადახდილი აქვთ 2020 წლის მარტის, აპრილის ან/და მაისის თვეების დასუფთავების მოსაკრებელი, გადახდილი თანხა აესახებათ პირად სააბონენტო ბარათზე, გარდა ამ დადგენილების მე-4 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
მუხლი 4
1. ფიზიკურ და ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ იურიდიულ პირებს უფლება აქვთ უარი  განაცხადონ სუბსიდირებაზე.

  2. ფიზიკურმა და ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებულმა იურიდიულმა პირებმა, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სუბსიდირებაზე უარის თქმის შესახებ, განცხადებით უნდა მიმართონ შპს ,,ასპინძის კეთილმოწყობის“ ადმინისტრაციას  (ს/ნ 423098016).

მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 01 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე