„მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 293
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250000.10.003.022005
293
07/05/2020
ვებგვერდი, 08/05/2020
010250000.10.003.022005
„მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №293

2020 წლის 7 მაისი

ქ. თბილისი

„მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/12/2014, 010250000.10.003.018289) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-40 მუხლი:

მუხლი 40. აუქციონის ფორმით პრივატიზებული თბილისის ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული თბილისის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შეცვლის ან გაუქმების წესი, 2020 წელს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე

2020 წელს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა უფლებამოსილია, საგანგებო მდგომარეობის დროს ან მისი გაუქმების შემდეგ, არა უგვიანეს 2021 წლის 1 იანვრისა, მიმართოს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აუქციონის ფორმით პრივატიზებული თბილისის ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და ფინანსური პირობის შეცვლის შესახებ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია