„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 დეკემბრის №653 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 დეკემბრის №653 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 292
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.022004
292
07/05/2020
ვებგვერდი, 07/05/2020
470230000.10.003.022004
„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 დეკემბრის №653 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №292

2020 წლის 7 მაისი

ქ. თბილისი

 

„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 დეკემბრის №653 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის  2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 დეკემბრის №653 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/12/2019, 470230000.10.003.021673) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, საიჯარო გადასახადი.“.

2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამის მე-2 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განმახორციელებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატი, ხოლო „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განმახორციელებელია სსიპ − საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი.“.

3.  მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი კომპონენტების მიხედვით განისაზღვროს 17 673.7 ათასი ლარით:

 

კომპონენტის დასახელება

ღირებულება (ათასი ლარი)

1

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება (ნაწილობრივი დაფინანსება)

391.3

2

სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის:

11 852.9

 

2.1. ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ქვედანაყოფებში ახალი ოფისების ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა

50.0

 

2.2. სპეციალიზებული ავტომანქანების (45 ერთეული მაღალი გამავლობის (მინივენის ტიპი), 15 ერთეული მაღალი გამავლობისა და 4 ერთეული საშუალო გამავლობის რეანიმობილი) შესყიდვა

11 802.9

3

პირველადი ჯანდაცვის ცენტრების აღჭურვა

1 000.0

4

პროგრამის ადმინისტრირება

387.0

5

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ − სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ 2019 წელს შესყიდული 80 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულების  ანაზღაურება (ნაწილობრივი)

3 397.0

6

NordDRG Grouper-პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა და დამატებული ღირებულების გადასახადი

237.7

7

სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, საიჯარო გადასახადი

407.8

 

სულ:

17 673.7.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია