“საქართველოს ტერიტორიაზე კვების დანამატების კალიუმის (E-924ა) და კალციუმის (E-924ბ) ბრომატების საკვებ ნედლეულსა და პროდუქციაში (ადგილობრივი და იმპორტული) აკრძალვის შესახებ”

  • Word
“საქართველოს ტერიტორიაზე კვების დანამატების კალიუმის (E-924ა) და კალციუმის (E-924ბ) ბრომატების საკვებ ნედლეულსა და პროდუქციაში (ადგილობრივი და იმპორტული) აკრძალვის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 403/ო
დოკუმენტის მიმღები ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო
მიღების თარიღი 23/10/1998
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 3, 08/11/1998
სარეგისტრაციო კოდი 220.012.003.395
  • Word
403/ო
23/10/1998
სსმ, 3, 08/11/1998
220.012.003.395
“საქართველოს ტერიტორიაზე კვების დანამატების კალიუმის (E-924ა) და კალციუმის (E-924ბ) ბრომატების საკვებ ნედლეულსა და პროდუქციაში (ადგილობრივი და იმპორტული) აკრძალვის შესახებ”
ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.012.003.395

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის

მინისტრის ბრძანება  403/ო

23 ოქტომბერი 1998 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს ტერიტორიაზე კვების დანამატების კალიუმის (E- 924 a) და კალციუმის (E - 924 b) ბრომატების საკვებ ნედლეულსა და პროდუქციაში (ადგილობრივი და იმპორტული) აკრძალვის შესახებ

ადამიანის ჯენმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის და საერთაშორისო (ევროგაერთიანება, ინგლისი, ისრაელი, რუსეთის ფედერაცია და სხვა) მოთხოვნებთან საქართველოს ნორმების მისადაგების მიზნით, ასევე საქართველოს „ჯანმრთელობის დაცვის შეახებ" კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტიდან გამომდინარე, ვბრძანებ:

1. აიკრძალოს ქვეყანაში კვების დანამატების კალიუმის (E- 924 a) და კალციუმის (E-924 b) ბრომატების საკვებ ნედლეულსა და პროდუქციაში (ადგილობრივი და იმპორტული)  გამოყენება არსებობა.

2. ფიზიკური და იურიდიული პირები (მიუხედავად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა), რომლებიც დაკავებელნი არიან საკვები ნედლეულისა  და პროდუქციის წარმოებით, მოვალენი არიან უზრუნველყონ ამ ბრძანების 1 პუნქტით  გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა.

3. ფიზიკური და იურიდიული პირები, მიუხედავად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა, რომლებიც დაკავებულნი არიან საკვები ნედლეულისა და პროდუქციის იმპორტსა და რეალიზაციით, მოვალენი არიან  უზრუნველყონ ამ  ბრძანების 1 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა.

4. ფიზიკური და იურიდიული პირები, მიუხედავად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა (მწარმოებლები, იმპორტიორები, რეალიზატორები) ამ ბრძანებით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

5. დაისვას საკითხი საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს წინაშე პურისა და პურპროდუქტების ხარისხის სახელმწიფო ინსპექციის მეშვეობით ხარისხზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ ამ ბრძანების 1 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვაზე.

6. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტმა (ნ. შავდია) უზრუნველყოს ამ ბრძანების შესრულებაზე კონტროლის ორგანიზაცია ნედლეულისა და პროდუქციის ჰიგიენური სერტიფიცირებისა და სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის განხორციელებისას.

7. ბრძანება გამოქვეყნდეს პრესაში.

ა. ჯორბენაძე