დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 26 სექტემბრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო ინსპექტორი |
| მიღების თარიღი | 06/05/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო ინსპექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/05/2020 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 07/05/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 080240000.72.084.016021 |
|
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 26 სექტემბრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 26 სექტემბრის №4 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 27/09/2019, სარეგისტრაციო კოდი: 080240000.72.084.016004) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:
1. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სახელმწიფო ინსპექტორი უფლებამოსილია თავად იყოს კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის თავმჯდომარედ დანიშნოს სახელმწიფო ინსპექტორის პირველი მოადგილე/მოადგილე, ასევე იმ დეპარტამენტის უფროსი/მოადგილე, რომელშიც გამოცხადებულია კონკურსი.“; 2. მე-15 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი მოსამსახურე;“; ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ა) სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი მოსამსახურე;“. 3. მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარებას უზრუნველყოფს სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტი.“. 4. მე-19 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, ამ წესის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 3 დღისა, უზრუნველყოფს სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტი. 3. განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შედეგებს ადმინისტრაციული დეპარტამენტი წარუდგენს კომისიას, რაც ფორმდება შესაბამისი ოქმით და დასტურდება კომისიის წევრების ხელმოწერით.“. 5. 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია, სტაჟირების დაწყებიდან ყოველი 3 თვის შემდეგ და სტაჟირების ვადის გასვლისას განახორციელოს სტაჟიორ-გამომძიებლის შეფასება სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია შეფასებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა სტაჟიორ-გამომძიებლის შეფასების ფორმა წარუდგინოს საგამოძიებო დეპარტამენტის კურატორ სახელმწიფო ინსპექტორის პირველ მოადგილეს/მოადგილეს (შემდგომში – სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი მოადგილე).“. 6. 33-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სტაჟიორ-გამომძიებლის მიერ მიღებული თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაღრმავებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ორგანიზებით, სტაჟიორებს შესაძლებელია ჩაუტარდეთ ტრენინგები, ხოლო თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების შეფასების მიზნით – ტესტირებები. საბოლოო ტესტირება შეიძლება ჩატარდეს სტაჟირების საერთო ვადის გასვლამდე გონივრულ ვადაში.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები ვაკანტური თანამდებობის არსებობის შემთხვევაში, გადაყვანილ იქნებიან გამომძიებლის ვაკანტურ პოზიციაზე, ხოლო გამომძიებლის ვაკანტური თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში – შესაძლებელია მათ მიმართ მიღებულ იქნეს სტაჟირების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება ან სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ დარეგისტრირდნენ სტაჟიორ-გამომძიებელთა რეესტრში.“. 7. 34-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სტაჟიორ-გამომძიებელთა რეესტრის წარმოებას უზრუნველყოფს სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტი სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ფორმით.“. 8. 47-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გამოიყენება გადაცდომის ფაქტის დადგენის (აღმოჩენის) დღიდან არაუგვიანეს 1 წლისა. ამ ვადაში არ შედის სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის ავადმყოფობისა და შვებულებაში ყოფნის დრო, ასევე თანამშრომელთა შეფასების შედეგების გასაჩივრების, წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭოს მიერ სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიმართ დისციპლინური გადაცდომის საკითხის განხილვის დრო. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არ გამოიყენება, თუ გადაცდომის ჩადენის დღიდან გასულია 3 წელი.“. 9. 51-ე მუხლის: ა) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული ვადა არ ვრცელდება თანამშრომელთა შეფასების შედეგების გასაჩივრების, წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭოს მიერ სამსახურის გენერალური ინსპექციისათვის (დეპარტამენტი) დასკვნის შენიშვნებით დაბრუნების შემთხვევაში სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ დასკვნის გადამუშავებაზე.“; ბ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. სახელმწიფო ინსპექტორი სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების თაობაზე დასკვნას განსახილველად გადასცემს თანამშრომელთა შეფასების შედეგების გასაჩივრების, წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭოს.“. 10. 52-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 11. 53-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დისციპლინური გადაცდომის საკითხთან დაკავშირებით თანამშრომელთა შეფასების შედეგების გასაჩივრების, წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭოს რეკომენდაციის მიღებიდან ან საბჭოს რეკომენდაციის გათვალისწინებით გადამუშავებული სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დასკვნის წარდგენიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, სახელმწიფო ინსპექტორი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების თაობაზე; ბ) მსუბუქი დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში – სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე.“. 12. VI თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის VII თავი: „თავი VII. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მუდმივმოქმედი ორგანო მუხლი 56. თანამშრომელთა შეფასების შედეგების გასაჩივრების, წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭო 1. სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლების წახალისების ფორმასა და წახალისებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს, ასევე დისციპლინური გადაცდომის საკითხებსა და საბოლოო შეფასების შედეგებთან დაკავშირებულ თანამშრომელთა საჩივრებს განიხილავს სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი მუდმივმოქმედი ორგანო – თანამშრომელთა შეფასების შედეგების გასაჩივრების, წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭო. 2. თანამშრომელთა შეფასების შედეგების გასაჩივრების, წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭოს მუშაობის წესი განისაზღვრება სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. თანამშრომელთა შეფასების შედეგების გასაჩივრების, წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭოს გადაწყვეტილებით და დამსწრე პირთა თანხმობით შესაძლებელია საბჭოს სხდომის აუდიო/ვიდეოჩაწერა. 4. თანამშრომელთა შეფასების შედეგების გასაჩივრების, წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭო: ა) იღებს გადაწყვეტილებას წახალისების ფორმასა და წახალისებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე, ასევე წახალისებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით; ბ) დისციპლინური გადაცდომის საკითხებთან დაკავშირებით, იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ბ.ა) დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ; ბ.ბ) დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებაზე უარის თქმის შესახებ; ბ.გ) სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების ნაცვლად სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსის მიერ რეკომენდაციით მიმართვის თაობაზე; ბ.დ) სამსახურის გენერალური ინსპექციისათვის (დეპარტამენტი) დასკვნის შენიშვნებით დაბრუნების შესახებ; გ) თანამშრომლის შეფასების შედეგებთან დაკავშირებით, იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: გ.ა) საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ; გ.ბ) საჩივრის დაკმაყოფილების/ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და შესაბამისად შეფასების შედეგის ცვლილების შესახებ; გ.გ) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და შეფასების შედეგის უცვლელად დატოვების შესახებ. 5. თანამშრომელთა შეფასების შედეგების გასაჩივრების, წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილება სარეკომენდაციო ხასიათისაა და წარედგინება სახელმწიფო ინსპექტორს. 6. თანამშრომელთა შეფასების შედეგების გასაჩივრების, წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციის გათვალისწინების შემთხვევაში, სახელმწიფო ინსპექტორი სამსახურის გენერალურ ინსპექციას (დეპარტამენტი) უბრუნებს დასკვნას გადასამუშავებლად. 7. თანამშრომელთა შეფასების შედეგების გასაჩივრების, წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება საბოლოოა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 7 მაისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები