„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 28 ოქტომბრის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო ინსპექტორი
მიღების თარიღი 06/05/2020
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო ინსპექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 080240000.72.084.016020
4
06/05/2020
ვებგვერდი, 06/05/2020
080240000.72.084.016020
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 28 ოქტომბრის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სახელმწიფო ინსპექტორი
 
სახელმწიფო ინსპექტორის

ბრძანება №4

2020 წლის 6 მაისი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 28 ოქტომბრის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 28 ოქტომბრის №7 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 28/10/2019, სარეგისტრაციო კოდი: 080240000.72.084.016007)  შეტანილ იქნეს  ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სახელმწიფო ინსპექტორის იმ პირველ მოადგილეს/მოადგილეს, რომელიც სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საქმიანობას კურირებს (შემდგომში − სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი მოადგილე);“.

2. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პირს სპეციალური წოდება ენიჭება თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად. სახელმწიფო ინსპექტორის პირველ მოადგილეს/მოადგილეს სპეციალური წოდება ენიჭება სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კურატორად განსაზღვრისთანავე.“.

3. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9

სპეციალური წოდების მინიჭების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას, ასევე სპეციალური წოდებების თანმიმდევრულ და დროულ მინიჭებაზე კონტროლს ახორციელებს სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სახელმწიფო ინსპექტორილონდა თოლორაია