„პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების (ინსპექტირების) წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 2 ივლისის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების (ინსპექტირების) წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 2 ივლისის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო ინსპექტორი
მიღების თარიღი 06/05/2020
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო ინსპექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/05/2020
ძალაში შესვლის თარიღი 07/05/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 15/09/2021
სარეგისტრაციო კოდი 010100000.72.084.016022
6
06/05/2020
ვებგვერდი, 06/05/2020
010100000.72.084.016022
„პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების (ინსპექტირების) წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 2 ივლისის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სახელმწიფო ინსპექტორი
 

სახელმწიფო ინსპექტორის

ბრძანება №6

2020 წლის 6 მაისი

ქ. თბილისი

 

„პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების (ინსპექტირების) წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 2 ივლისის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების (ინსპექტირების) წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 2 ივლისის №2 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 03/07/2019, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.72.084.016002) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. მე-11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) სამართალდამცავი ორგანო ან სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრული საჯარო დაწესებულება;“;

ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის მოხელეებისაგან, თუ ინსპექტირების ობიექტია ფიზიკური პირი ან კერძო დაწესებულება (გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებისა);“;

ა.გ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  „გ“ და „დ“  ქვეპუნქტები:

გ) საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის მოხელეებისაგან, თუ ინსპექტირების ობიექტია საჯარო დაწესებულება (გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებისა);

დ) ამ პუნქტით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე დეპარტამენტის მოხელეებისაგან, თუ ამ პუნქტით გათვალისწინებული ორგანოები და დაწესებულებები ერთდროულად არის ინსპექტირების ობიექტი.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მოხელეები.“.

2. 38-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შემოწმების დასრულების შედეგად, შემოწმების ოქმისა და შემოწმების შედეგად მოპოვებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, ამ წესის    მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დეპარტამენტები, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფენ ინსპექტირების დასრულების შესახებ ინსპექტორის გადაწყვეტილების პროექტის მომზადებასა და ინსპექტორისათვის (ან მის მიერ უფლებამოსილი პირისათვის) დასამტკიცებლად წარდგენას.“;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 7 მაისიდან.

სახელმწიფო ინსპექტორილონდა თოლორაია