„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესისა და ოდენობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 26 სექტემბრის №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესისა და ოდენობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 26 სექტემბრის №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო ინსპექტორი
მიღების თარიღი 06/05/2020
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო ინსპექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/05/2020
ძალაში შესვლის თარიღი 07/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 080240000.72.084.016019
3
06/05/2020
ვებგვერდი, 06/05/2020
080240000.72.084.016019
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესისა და ოდენობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 26 სექტემბრის №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სახელმწიფო ინსპექტორი
 

სახელმწიფო ინსპექტორის

ბრძანება №3

2020 წლის 6 მაისი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესისა და ოდენობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 26 სექტემბრის №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესისა და ოდენობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 26 სექტემბრის №5 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 27/09/2019, სარეგისტრაციო კოდი: 080240000.72.084.016005) და ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესის და ოდენობების:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კურატორი სახელმწიფო ინსპექტორის პირველი მოადგილე/მოადგილე;“.

2.  მე-6 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტი უზრუნველყოფს წოდების მქონე თანამშრომლის სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტისათვის.

6. სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტი წელთა ნამსახურობის დანამატის დარიცხვას განახორციელებს სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიმართვის მიღების მომენტიდან ან/და წარდგენილი მიმართვით გათვალისწინებული თარიღიდან.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 7 მაისიდან.

სახელმწიფო ინსპექტორილონდა თოლორაია