დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზირების წესებში“ ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 36 |
| დოკუმენტის მიმღები | დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური |
| მიღების თარიღი | 02/10/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება და ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 2, 26/10/1998 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/08/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 090.013.003.390 |
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის
ბრძანება №36
1998 წლის 2 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზირების წესებში“ ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს სადაზღვევო სისტემის შემდგომი სრულყოფის, სადაზღვევო კომპანიების სტაბილური და მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე მათი გადახდისუნარიანობის დონის საერთაშორისო სადაზღვევო ნორმებთან მიახლოების მიზნით, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 1997 წლის 25 აგვისტოს № 1 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზირების წესების“ მე-16 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 1997 წლის 25 აგვისტოს №1 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზირების წესების“ მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისთვის მზღვეველი უნდა ფლობდეს აუცილებელ შევსებულ მინიმალურ საწესდებო კაპიტალს მე-11, მე-12, მე-13 და მე-14 მუხლებით გათვალისწინებული დაზღვევის სახეობების მიხედვით ცხრილ №1-ში განსაზღვრული ოდენობით, მათ შორის არანაკლებ 80%-ს ფულადი ფორმით.
ცხრილი 1.
|
დაზღვევის სახეობები |
მინიმალური საწესდებო კაპიტალი (ათასი ლარი) |
|
(1), (2) |
600 |
|
(3), (4), (5), (6), (7), (8), (9), (10), (11), (12), (13), (14), (15) |
500 |
|
(16) |
1000 |
2. დაზღვევის სახეობების მიხედვით საწესდებო კაპიტალი წარმოადგენს მზარდ სიდიდეს, რომლის ზრდის მაჩვენებლებსა და წესს განსაზღვრავს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური.
მუხლი 2
სადაზღვევო კომპანია, რომელიც აპირებს სადაზღვევო საქმიანობის დაწყებას და ამ მიზნით მიმართავს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს განცხადებით სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისათვის ნებართვის მიღების თაობაზე, ამ ბრძანების ამოქმედების შემდეგ უნდა ფლობდეს აუცილებელ შევსებულ მინიმალურ საწესდებო კაპიტალს ცხრილი №1-ით განსაზღვრული ოდენობით>.
მუხლი 3
დადგინდეს მოქმედი სადაზღვევო კომპანიებისათვის შევსებული მინიმალური საწესდებო კაპიტალის ოდენობის ზრდის განრიგი:
ა) 1998 წლის 15 ნოემბრისათვის:
ცხრილი 2
|
დაზღვევის სახეობები |
მინიმალური საწესდებო კაპიტალი (ათასი ლარი) |
|
(1), (2) |
150 |
|
(3), (4), (5), (6), (7), (8), (9), (10), (11), (12), (13), (14), (15) |
125 |
|
(16) |
250 |
ბ) 1999 წლის 1 იანვრისათვის:
ცხრილი 3
|
დაზღვევის სახეობები |
მინიმალური საწესდებო კაპიტალი (ათასი ლარი) |
|
(1), (2) |
300 |
|
(3), (4), (5), (6), (7), (8), (9), (10), (11), (12), (13), (14), (15) |
250 |
|
(16) |
500 |
გ) 1999 წლის 15 თებერვლისათვის:
ცხრილი 4
|
დაზღვევის სახეობები |
მინიმალური საწესდებო კაპიტალი (ათასი ლარი) |
|
(1), (2) |
450 |
|
(3), (4), (5), (6), (7), (8), (9), (10), (11), (12), (13), (14), (15) |
375 |
|
(16) |
750 |
დ) 1999 წლის 1 აპრილისათვის ცხრილი №1-ით განსაზღვრული ოდენობით.
მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სამსახურის უფროსი ა. ცერცვაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები