დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 51 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/05/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/05/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016983 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016246) დამტკიცებული წესის:
1. 76-ე მუხლის: ა) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. პირის მიერ სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან გამოსაცდელი ვადის წარუმატებლად გავლა წარმოადგენს სამსახურიდან დათხოვნის საფუძველს.“. 2. 771 მუხლი ამოღებულ იქნეს. 3. 82-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფმა, სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტმა და აკადემიამ, ურთიერთშეთანხმებით, 2022 წლის 15 ივნისამდე ეტაპობრივად უზრუნველყონ შესაბამისი კურსის/პროგრამის გავლა იმ მოსამსახურეებისათვის, რომლებიც 2020 წლის 1 მაისის მდგომარეობით თანამდებობაზე დანიშნული არიან ამ წესის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის ან/და 79-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის გავლის გარეშე. მოსამსახურე დაითხოვება სამსახურიდან ამ პუნქტით დადგენილ ვადაში შესაბამის პროგრამაზე/კურსზე წარუდგენლობის გამო, ამ წესის 501 მუხლის შესაბამისად. მოსამსახურე შესაბამისი პროგრამის/კურსის წარუმატებლად გავლის შემთხვევაში პირადი განცხადებით/პატაკით აიყვანება კადრების განკარგულებაში ან ამ წესის 49-ე მუხლის შესაბამისად დაითხოვება სამსახურიდან.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11–14 პუნქტები: „11. აკადემიამ 2020 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოსამსახურეების მიერ სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის (შემდგომში – კურსი) 2022 წლის 15 ივნისამდე გავლის გრაფიკის შემუშავება და დამტკიცების მიზნით მინისტრისათვის წარდგენა. 12. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე დაწინაურების კურსზე ჩასარიცხად არ გამოიყენება შესარჩევი ტესტირება. 13. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კურსის გავლა განხორციელდეს მათ შორის, დისტანციურად, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. 14. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესრულებაზე კონტროლი დაევალოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.“; გ) მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს; დ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. ამ წესის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განათლების მოთხოვნები (განათლების ცენზი) არ გამოიყენება იმ მოსამსახურის დაწინაურებისას (განყოფილების უფროსის ჩათვლით), რომელსაც 2018 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით დაკავებული ჰქონდა შტატით გათვალისწინებული ისეთი თანამდებობა, რომელიც ითვალისწინებდა გამოძიების ფუნქციის განხორციელებას და მას შემდეგ უწყვეტად უჭირავს იმავე ფუნქციის მქონე თანამდებობა.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები