დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | N -07 - ს |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 05/05/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/05/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190030.51.060.016014 |
|
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ"
|
| მუხლი 1 |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge) 25.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.51.060.016001) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლის: ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ უფლებამოსილების მოხსნის შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, რომელიც დაუყოვნებლივ გადასცემს მას უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს. კომიტეტი ადგენს განცხადების ნამდვილობას, გარემოებას, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადებას და არაუადრეს 8 და არაუგვიანეს 15 დღისა ამზადებს შესაბამის დასკვნას. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს უფლებამოსილების მოხსნის შესახებ განცხადება გამოითხოვოს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისათვის წარდგენიდან 7 დღის ვადაში და გააგრძელოს თავისი უფლებამოსილების განხორციელება. 4. თუ უმაღლესი საბჭოს წევრი სამეწარმეო საქმიანობას ეწევა, უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამ ფაქტის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში გამოითხოვს სათანადო წერილობით მასალას, იღებს მისგან ახსნა-განმარტებას და ამზადებს შესაბამის დასკვნას. თუ დადასტურდა უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება, დასკვნა გადაეცემა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, რომელსაც უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეაქვს საკითხი უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.“; ბ) მე-6-მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. უმაღლესი საბჭოს მიერ უმაღლესი საბჭოს წევრის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნაზე თანხმობის მიცემისას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დამტკიცების შემთხვევაში (თუ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრად წარდგენილია უმაღლესი საბჭოს წევრი), უმაღლესი საბჭოს წევრის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევისას, დანიშვნისას ან დამტკიცებისას (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დაუყოვნებლივ შეისწავლის შეუთავსებლობის საკითხს და ამზადებს შესაბამის დასკვნას. 7. თუ უმაღლესი საბჭოს წევრი მორიგი სესიის განმავლობაში არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს, უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი მორიგი სესიის დასრულებიდან 10 დღის ვადაში გამოარკვევს გაცდენის მიზეზს და, თუ დადასტურდა, რომ მიზეზი არასაპატიოა, ამზადებს შესაბამის დასკვნას. 8. თუ უმაღლესი საბჭოს წევრის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში გამოითხოვს განაჩენს და დაუყოვნებლივ ამზადებს შესაბამის დასკვნას. 9. უმაღლესი საბჭოს წევრის გარდაცვალებისას მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება გარდაცვალების მომდევნო დღიდან. უმაღლესი საბჭოს წევრის გარდაცვალების შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი გამოითხოვს უმაღლესი საბჭოს წევრის გარდაცვალების შესახებ ცნობას და ამზადებს შესაბამის დასკვნას. 10. თუ უმაღლესი საბჭოს წევრმა დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, ან თუ იგი სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო და მოთავსებულ იქნა შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამ ფაქტის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში გამოითხოვს აღნიშნულის დამადასტურებელ საბუთებს, ამოწმებს მათ ნამდვილობას და ამზადებს შესაბამის დასკვნას. 11. უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს რეგლამენტით დადგენილი წესით შეისწავლის და განიხილავს უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, რომელიც ამზადებს შესაბამის დასკვნას და წარუდგენს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განსახილველად შეაქვს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. უმაღლესი საბჭო ვალდებულია დაუყოვნებლივ განიხილოს უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე პლენარული სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე კენჭისყრა დაუშვებელია.“. 2. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. უმაღლესი საბჭოს წევრი ვალდებულია „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით შეავსოს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო სამსახურის ბიუროს წარუდგინოს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი პერიოდულად და საჭიროების შემთხვევაში აანალიზებს სათანადო ორგანოების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას უმაღლესი საბჭოს წევრის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შესახებ, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში საკითხს განსახილველად სვამს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე.“. 3. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ უმაღლესი საბჭოს წევრი მორიგი სესიის განმავლობაში არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს და ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ვერ გამოარკვევს გაცდენის მიზეზს, უმაღლესი საბჭოს წევრს უმაღლესი საბჭოს დადგენილებით შეუჩერდება უფლებამოსილება. თუ გაცდენის მიზეზის გამორკვევის შემდეგ დადასტურდა, რომ მიზეზი საპატიოა, უმაღლესი საბჭოს წევრს უმაღლესი საბჭოს დადგენილებით აღუდგება უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება.“. 4. მე-14 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი 7 დღის ვადაში ამოწმებს უმაღლესი საბჭოს წევრთა ხელმოწერების ნამდვილობას და დასკვნას პლენარულ სხდომაზე წარუდგენს უმაღლეს საბჭოს.“. 5. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილ კომიტეტებში, დროებით კომისიებსა და ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს;“. 6. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. უმაღლესი საბჭოს კომიტეტებია: ა) ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი; ბ) საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტი; გ) საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი; დ) სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანმრთელობის დაცვისა და ნდობის აღდგენის საკითხთა კომიტეტი.“. 7. 22-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომიტეტის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წევრებისა და უმაღლესი საბჭოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში. კომიტეტების წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი და ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. კომიტეტში წევრის წარდგენის შესახებ ფრაქციის გადაწყვეტილება ეცნობება უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს და უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს. უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამოწმებს ფრაქციის მიერ კომიტეტში წევრის წარდგენის სისწორეს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს შესაბამის რეაგირებას. ფრაქციის მიერ წარდგენილი წევრი კომიტეტში დანიშნულად ითვლება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ აღნიშნული ფაქტის ცნობად მიღების მომენტიდან.“; გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. თუ ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს კომიტეტში ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი 1 კვირის ვადაში განსაზღვრავს და უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის უახლოეს სხდომაზე წარუდგენს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს.“. 8. 23-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომიტეტის წევრს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გავიდეს კომიტეტის შემადგენლობიდან. მან ამის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს ფრაქციის თავმჯდომარეს, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს და ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს.“. 9. 28-ე მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი შეისწავლის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შესახებ ინფორმაციას და იმავე პუნქტის მოთხოვნების დაცვის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას. ამასთანავე, ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ყოველი სესიის ბოლოს, საჭიროების შემთხვევაში განიხილავს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების საკითხს და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს.“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. კომიტეტები ყოველი თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 დღისა ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს უგზავნიან კომიტეტის სხდომის საოქმო ჩანაწერს, აგრეთვე კომიტეტის წევრების მიერ კომიტეტის სხდომის გაცდენის მიზეზებთან დაკავშირებით და ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების თაობაზე კომიტეტის თავმჯდომარისთვის წარდგენილ წერილობით მიმართვებს.“. 10. მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ფრაქციის რეგისტრაციისათვის ფრაქციის თავმჯდომარე ფრაქციის შექმნიდან 1 კვირის ვადაში უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მიმართავს განცხადებით, რომელშიც აღინიშნება ფრაქციის ოფიციალური სახელწოდება, მისი თავმჯდომარის და წევრთა ვინაობა. განცხადებას ერთვის ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა და წესდება. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ფრაქციის რეგისტრაციისათვის წარმოდგენილ დოკუმენტაციას დაუყოვნებლივ გადასცემს უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელიც თავის დასკვნას წარუდგენს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს უახლოეს სხდომაზე. თუ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი უახლოეს სხდომაზე არ მიიღებს ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სხვა მოტივირებულ გადაწყვეტილებას, ფრაქცია რეგისტრირებულად ჩაითვლება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისათვის დოკუმენტაციის წარდგენის მომენტიდან. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილება ეცნობება უმაღლეს საბჭოს უახლოეს პლენარულ სხდომაზე.“. 11. 41-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ფრაქციის შექმნის, გაუქმების, ფრაქციაში წევრთა შესვლის, ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში, თუ ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განსაზღვრავს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს.“. 12. 42-ე მუხლის: ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ფრაქციაში წევრის მიღების, ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე 3 დღის ვადაში წერილობით ატყობინებს უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს და უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს.“; ბ) მე-8-მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ფრაქციაში წევრის მიღების შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამოწმებს ფრაქციაში განხორციელებული ცვლილების სისწორეს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს შესაბამის რეაგირებას. 9. თუ ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის, ან ფრაქციის წევრის, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა უმაღლესი საბჭოს 5-ზე ნაკლები წევრი, ფრაქცია გაუქმებულად ჩაითვლება ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის შესახებ განცხადების წარდგენის დღიდან მე-7 დღეს. ამ პერიოდში ფრაქცია ინარჩუნებს რეგლამენტით გათვალისწინებულ უფლებებს. ფრაქციის გაუქმების შესახებ უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი აცნობებს უმაღლეს საბჭოს უახლოეს პლენარულ სხდომაზე. 10. ფრაქციის თანამდებობის პირის არჩევის, გადაყენების, გადადგომის და ფრაქციის სადამფუძნებლო დოკუმენტებში ნებისმიერი შესწორების შეტანის შესახებ შესაბამისი ფაქტის დადგომიდან 3 დღის ვადაში წერილობით ეცნობება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს და ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს.“. 13. 47-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დადგენილების მიღებიდან 3 დღის ვადაში დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობას და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი და ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი უახლოეს სხდომაზე.“. 14. 62-ე მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი ყოველი თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 დღისა ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს უგზავნის უმაღლესი საბჭოს წევრების პლენარულ სხდომებზე დასწრების აღრიცხვის (რეგისტრაციის) მონაცემებს და უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ პლენარული სხდომების გაცდენის მიზეზების თაობაზე წარდგენილ წერილობით მიმართვებს.“. 15. 68-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბიულეტენების მეშვეობით ფარული კენჭისყრის გამართვისას უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ადგენს კენჭისყრის ადგილს, ბიულეტენის ფორმას და მისი შევსების წესს.“. 16. 85-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 85. უმაღლესი საბჭოს წევრთა მიერ ინიციირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი უმაღლესი საბჭოს წევთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის მიერ წარდგენილ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტს ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების მიზნით გადასცემს უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელიც ხელმოწერების მისთვის გადაცემიდან 1 კვირის ვადაში ამოწმებს მათ და შედეგებს წარუდგენს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს საკითხი შეაქვს უმაღლესი საბჭოს უახლოესი პლენარული სხდომების დღის წესრიგში კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის მიზნით. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის იმავე სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი რეგლამენტით დადგენილი წესით განსახილველად გადაეცემა კომიტეტებს.“. 17. 86-ე მუხლის; ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საინიციატივო ჯგუფი უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს მიმართავს რეგისტრაციაში გატარების შესახებ განცხადებით. განცხადებას უნდა ერთოდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი და საინიციატივო ჯგუფის წევრთა შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, პირადი ნომერი და ტელეფონის ნომერი. ეს მასალები წარედგინება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის უახლოეს სხდომას, რომელიც მათ გადასცემს უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს. 3. უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარების შესახებ მასალების მისთვის გადაცემიდან 7 დღის ვადაში საინიციატივო ჯგუფს გადასცემს სარეგისტრაციო მოწმობას ან მოტივირებულ უარს ეუბნება რეგისტრაციაზე. რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია ამ მუხლის პირველი პუნქტის ან/და მე-2 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევა.“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ხელმოწერების შესაგროვებლად უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ დადგენილი ფორმის თითოეულ ფურცელს ხელს აწერს არაუმეტეს 50 საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქისა. ხელმოწერების სისწორისათვის პასუხისმგებელი პირი აღნიშნავს ამომრჩევლის შემდეგ მონაცემებს: სახელს, გვარს, დაბადების წელს, თვესა და რიცხვს, მისამართს, პირად ნომერს, ტელეფონის ნომერს და ხელმოწერის თარიღს. ამ მონაცემებს ხელმოწერით ადასტურებს საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქე. ყოველ ასეთ ფურცელს ხელმოწერით ადასტურებს ხელმოწერების შეგროვებისთვის პასუხისმგებელი პირი, რომელიც პასუხისმგებელია ხელმოწერების სისწორისათვის და პასუხს აგებს ხელმოწერების გაყალბებისათვის. თითოეული პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.“; გ) მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. შევსებული ხელმოწერების ფურცლები წარედგინება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის უახლოეს სხდომას, რომელიც მათ გადასცემს უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს ხელმოწერების ნამდვილობის შესამოწმებლად. 10. უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ხელმოწერების ფურცლების მიღებიდან 2 კვირის ვადაში ამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და შედეგებს წარუდგენს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის უახლოეს სხდომას. თუ დადგინდა, რომ ხელმოწერები შესრულებულია რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევით, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი საინიციატივო ჯგუფს უარს ეუბნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის უმაღლეს საბჭოში განსახილველად წარდგენაზე.“; დ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეთა ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დადებითი დასკვნა და საარჩევნო უფლების მქონე არანაკლებ 20 000 მოქალაქის მიერ წარმოდგენილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი წარედგინება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, რომელსაც უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნის საფუძველზე საკითხი შეაქვს უმაღლესი საბჭოს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის მიზნით, ხოლო ხელმოწერების ფურცლები გადაეცემა უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიულ, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტს. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის იმავე სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი რეგლამენტით დადგენილი წესით განსახილველად გადაეცემა კომიტეტებს.“. 18. 89-ე მუხლის: ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საინიციატივო ჯგუფი უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს მიმართავს რეგისტრაციაში გატარების შესახებ განცხადებით. განცხადებას უნდა ერთოდეს კანონპროექტი და საინიციატივო ჯგუფის წევრთა შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, პირადი ნომერი და ტელეფონის ნომერი. ეს მასალები წარედგინება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის უახლოეს სხდომას, რომელიც მათ გადასცემს უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს. 3. უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარების შესახებ მასალების მისთვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში საინიციატივო ჯგუფს გადასცემს სარეგისტრაციო მოწმობას ან მოტივირებულ უარს ეუბნება რეგისტრაციაზე. რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია ამ მუხლის პირველი პუნქტის ან/და მე-2 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევა.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ხელმოწერების შესაგროვებლად უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ დადგენილი ფორმის თითოეულ ფურცელს ხელს აწერს არაუმეტეს 50 საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქისა. ხელმოწერების სისწორისთვის პასუხისმგებელი პირი აღნიშნავს ამომრჩევლის შემდეგ მონაცემებს: სახელს, გვარს, დაბადების წელს, თვესა და რიცხვს, მისამართს, პირად ნომერს, ტელეფონის ნომერს და ხელმოწერის თარიღს. ამ მონაცემებს ხელმოწერით ადასტურებს საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქე. ყოველ ასეთ ფურცელს ხელმოწერით ადასტურებს ხელმოწერების შეგროვებისთვის პასუხისმგებელი პირი, რომელიც პასუხისმგებელია ხელმოწერების სისწორისათვის და პასუხს აგებს ხელმოწერების გაყალბებისათვის. თითოეული პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.“; გ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. შევსებული ხელმოწერების ფურცლები წარედგინება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის უახლოეს სხდომას, რომელიც მათ გადასცემს უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს ხელმოწერების ნამდვილობის შესამოწმებლად. 9. უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ხელმოწერების ფურცლების მიღებიდან 2 კვირის ვადაში შერჩევითი პრინციპის საფუძველზე ამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და შედეგებს წარუდგენს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის უახლოეს სხდომას. თუ დადგინდა, რომ ხელმოწერები შესრულებულია ამ თავის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ნამდვილ ხელმოწერათა რაოდენობა 7000-ზე ნაკლები აღმოჩნდა, უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნის საფუძველზე უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი საინიციატივო ჯგუფს უარს ეუბნება კანონპროექტის უმაღლეს საბჭოში განსახილველად წარდგენაზე. შესაბამისად, კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელება უარყოფილად ითვლება.“; დ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ამომრჩეველთა ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დადებითი დასკვნა და წარმოდგენილი კანონპროექტი წარედგინება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, ხოლო საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეთა ხელმოწერების ფურცლები გადაეცემა უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიულ, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტს.“. 19. 124-ე მუხლის: ა) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. თუ უმაღლესი საბჭოს წევრი (გარდა რეგლამენტის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირისა) არ არის არცერთი კომიტეტის შემადგენლობაში, ითვლება, რომ იგი არ ახორციელებს უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილებას და მას არ ეძლევა კანონით განსაზღვრული ხელფასი. აღნიშნული ინფორმაცია აღირიცხება უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ და ეგზავნება უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსს შესაბამისი თვის ხელფასის დასაკავებლად.“; ბ) მე-15-მე-17 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ყოველი კალენდარული თვის დასრულებიდან არაუგვიანეს შემდგომი თვის 15 რიცხვისა ადგენს უმაღლესი საბჭოს იმ წევრთა სიას, რომელთა მიმართაც გამოყენებულ უნდა იქნეს ამ მუხლის მე-10–მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა, და მას უგზავნის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსს შესაბამისი თვის ხელფასიდან თანხის დასაკავებლად. 16. უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ყოველთვიურად ადგენს კომიტეტების სხდომების გამცდენ უმაღლესი საბჭოს წევრთა სიას, მასში უთითებს თითოეული მათგანის მიერ გაცდენილი სხდომების რაოდენობასა და გაცდენის თარიღებს. 17. უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ყოველი სესიის ბოლოს ადგენს უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომების გამცდენ უმაღლესი საბჭოს წევრთა სიას, მასში უთითებს თითოეული მათგანის მიერ გაცდენილი სხდომების რაოდენობასა და გაცდენის თარიღებს.“. 20. 126-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ თითოეულ შემთხვევას და საკითხს სათანადო რეაგირებისათვის გადასცემს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს.“. 21. 127-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ დადგენილების მიღებიდან 1 კვირის ვადაში განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი და ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი. ფრაქციის მიერ ეთიკის საბჭოს წევრად წარდგენილი პირი წელიწადში ერთხელ ექვემდებარება როტაციას. ამ ვადის გასვლისთანავე შესაბამისი ფრაქცია ვალდებულია ამ პუნქტით გათვალისწინებული პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დაცვით წარადგინოს ახალი წევრი.“. |
| მუხლი 2 |
ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
5 მაისი 2020 წ. ქ. თბილისი NN -07 - ს
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები