დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების წესებისა და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 აპრილის №521 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 530 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/05/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/05/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/05/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.017025 |
530
05/05/2020
ვებგვერდი, 05/05/2020
040030000.22.027.017025
„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების წესებისა და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 აპრილის №521 ბრძანებაში
ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
|
„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების წესებისა და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 აპრილის №521 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების წესებისა და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 აპრილის №521 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 15/04/2020, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.017016) მე-2 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტოს მომსახურების მოთხოვნით განცხადებებისა და დოკუმენტაციის მატერიალური სახით წარდგენისთვის აუცილებელია დაინტერესებული პირის მიერ მოქალაქის პორტალის: my.gov.ge-ს საშუალებით ვიზიტის დროის განსაზღვრა და რიგის დაჯავშნა.“; ბ) მე-3 და მე-7-მე-9 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები