„საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საქმიანობისა და ნოტარიუსთა მიერ მომსახურების წესებისა და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 31 მარტის №511 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 527
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 04/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/05/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 23/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.017022
527
04/05/2020
ვებგვერდი, 04/05/2020
040030000.22.027.017022
„საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საქმიანობისა და ნოტარიუსთა მიერ მომსახურების წესებისა და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 31 მარტის №511 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №527 

 2020 წლის 4 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საქმიანობისა და ნოტარიუსთა მიერ მომსახურების წესებისა და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 31 მარტის №511 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საქმიანობისა და ნოტარიუსთა მიერ მომსახურების წესებისა და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 31 მარტის №511 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/03/2020, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.017006) პირველი მუხლის მე-3 პუნქტის:

„ა) ა.გ​ 3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.გ​3) თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-10 კილომეტრი (სსიპ  აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის შენობა);“;

ბ) „ა.თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.თ) თელავი, შოთა რუსთაველის ქ. №83 (სსიპ – საქართველოს ეროვნული არქივის კახეთის რეგიონული არქივის შენობა);“;

გ) „ბ​ 2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ​ 2) სანოტარო მომსახურების მისაღებად განმცხადებელი ვალდებულია მოქალაქის პორტალის (my.gov.ge) მეშვეობით განახორციელოს მომსახურების მიღების დროისა და ადგილის წინასწარ შეთანხმება (დაჯავშნა). დროებითი სანოტარო ბიუროს სივრცეში მოქალაქის დაშვება და სანოტარო მომსახურების გაწევა ხორციელდება მოქალაქის პორტალზე (my.gov.ge) განხორციელებული ჯავშნის კოდის წარმოდგენის შემდეგ;“;

დ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) დროებითი ბიუროს სამუშაო საათები განისაზღავრება ორშაბათიდან კვირის ჩათვლით (გარდა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ მიხედვით განსაზღვრული უქმე დღეებისა), 8:00 საათიდან 18:00 საათამდე. აღსრულების პოლიცია ზედამხედველობს ნოტარიუსის მიერ დროებითი ბიუროს 18.00 საათზე დახურვას და ტერიტორიას ტოვებს ნოტარიუსის შემდეგ.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი