„ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2020 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/05/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/05/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 28/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.124.016393
9
04/05/2020
ვებგვერდი, 05/05/2020
010250020.35.124.016393
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2020 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
 
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2020 წლის 4 მაისი

ქ. ბაღდათი

„ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2020 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2020 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის №25 დადგენილებაში (საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი www.matsne.gov.ge, 30.12.2019წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.124.016381) და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-17 მუხლის (მედიკამენტების დაფინანსება) 17.2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17.2. ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაავადების  მქონე პაციენტებისთვის დახმარება განისაზღვრება წელიწადში ერთჯერადად, ხოლო „ა“ - „თ“ და „კ“ - „უ“ ქვეპუნქტებში მოცემული დაავადების მქონე პაციენტებისათვის წელიწადში ორჯერ, არანაკლებ ერთთვიანი ინტერვალისა:

ა) ფენილკეტონურიით დაავადებული პაციენტებისათვის 1000 ლარის ოდენობით (სამკურნალო კვების უზრუნველსაყოფად), ონკოლოგიური სენით დაავადებულთათვის – 100 ლარის ოდენობით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის პაციენტებისათვის არაუმეტეს 70 ლარისა.

ბ) დასაფინანსებელი თანხის ზუსტი ოდენობა ყველა შემთხვევაში განისაზღვრება შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა მშვილდაძე