დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფის განსხვავებული რეჟიმის განსაზღვრისა და მომსახურების ცალკეული საფასურების დადგენის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 24 მარტის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 46 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 01/05/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/05/2020 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 23/05/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.034.016978 |
|
„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფის განსხვავებული რეჟიმის განსაზღვრისა და მომსახურების ცალკეული საფასურების დადგენის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 24 მარტის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფის განსხვავებული რეჟიმის განსაზღვრისა და მომსახურების ცალკეული საფასურების დადგენის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 24 მარტის №21 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 24/03/2020, 040030000.22.034.016954) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შენიშვნის მე-6 პუნქტით დადგენილი შიდა ტრანზიტით სარგებლობისთვის განსაზღვრული ვადის დარღვევის გამო ვადაგადაცილებულ დღეებზე გადასახდელი მომსახურების საფასურისაგან გათავისუფლდეს დაინტერესებული პირი საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე გაცემული შიდა ტრანზიტით სარგებლობისათვის, 2020 წლის 1 სექტემბრამდე. აღნიშნული საგამონაკლისო დათქმა არ ეხება შიდა ტრანზიტის დაკარგვის შემთხვევაში განსაზღვრულ საფასურის გადახდის წესს.“. |
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები