დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ასპინძის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის უნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის N 35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 12 |
დოკუმენტის მიმღები | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 08/05/2020 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/05/2020 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.140.016428 |
|
,,ასპინძის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის № 35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიციების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №35 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/12/2019წ.
190020020.35.140.016411)
და დადგენილების მე-2, მე-7, მე-9, მე-12 მუხლები და მე-11 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.
|
,,მუხლი 2. ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
განისაზღვროს ასპინძის მუნიციპალიტეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია მუხლი 7. ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ასპინძის მუნიციპალიტეტის ხარჯები 4 434,4 ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია
ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
მუხლი 11. ასპინძის მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტები 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ამ ტრადიციების ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ღონისძიებების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება, ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ჩატარება. კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 654,5 ათასი ლარი. კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
6. მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება. ამავე პრიორიტეტიდან ფინანსდება ისეთი ხარჯები, როგორებიცაა: სარეზერვო ფონდი, მუნიციპალიტეტის ვალდებულებების (სესხები, სასამართლო გადაწყვეტილებები) მომსახურება. პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება. აპარატის შენახვის ხარჯები, მათ შორის: თანამდებობრივი სარგო, პრემია, დანამატი და სხვა. ასევე, მოიცავს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს, სესხის მომსახურებას და ვალების დაფარვის ხარჯებს. ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით ბიუჯეტში შექმნილი სარეზერვო ფონდი შეადგენს 59,1 ათას ლარს და მისი განკარგვა ხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების შესაბამისად. შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით ხორციელდება მოსწავლეთა პირველადი აღწერა, წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება და სამედიცინო შემოწმება, ასევე სარეზერვო ძალების მობილიზება.
მუხლი 12. პრიორიტეტების /პროგრამების/ ქვეპროგრამების მიღწეული შედეგის შეფასების ინდიკატორები
ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები ორგანიზაციულ ჭრილში
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები