„ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესის დამტკიცების თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 21 მაისის №ნ-6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი ნ-5
დოკუმენტის მიმღები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 01/05/2020
დოკუმენტის ტიპი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 350080000.64.076.016077
ნ-5
01/05/2020
ვებგვერდი, 04/05/2020
350080000.64.076.016077
„ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესის დამტკიცების თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 21 მაისის №ნ-6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
„ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესის დამტკიცების თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 21 მაისის №ნ-6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №ნ-5
2020 წლის 1 მაისი
ქ. თბილისი
„ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესის დამტკიცების თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 21 მაისის №ნ-6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესის დამტკიცების თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 21 მაისის №ნ-6 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), გამოქვეყნების თარიღი: 22/05/2019, სარეგისტრაციო კოდი: 350080000.64.076.016059) დამტკიცებულ „ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სუბიექტი ვალდებულია შეცვალოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ავტომატურად მითითებული მონაცემები, თუ ანგარიშგების წარდგენის დროისთვის ეს მონაცემები არასწორია.“.

2. მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-20 მუხლს მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სუბიექტი სამსახურს დასაბუთებულ მოთხოვნას უგზავნის ვებგვერდზე ანგარიშგების დახარვეზების ღილაკის მეშვეობით, თუ ანგარიშგება სამსახურში გადაგზავნილია, ან ანგარიშგების ხელახლა წარდგენის ღილაკის მეშვეობით, თუ ანგარიშგება გამოქვეყნებულია ამ წესის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.  სამსახური სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში,  ადასტურებს მოთხოვნას, რის შემდეგაც სუბიექტს ეძლევა საშუალება, შეიტანოს ცვლილება წარდგენილ ანგარიშგებაში. სუბიექტს ინფორმაცია სამსახურის მიერ  მოთხოვნის დადასტურების ან უარყოფის შესახებ ეცნობება ელექტრონული ფოსტის საშუალებით. სამსახურის მიერ ანგარიშგების ხელახლა წარდგენის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში ვებგვერდზე ანგარიშგებას ენიჭება სტატუსი – ხელახლა წარდგენის პროცესში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიიური დოლიძე