დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ერთიან ციფრულ რუკაზე დატანის მიზნით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული ან/და ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ წარმოსადგენი ინფორმაციის ფორმების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 30/04/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/05/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 320110000.17.010.016082 |
|
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეიქმნას სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ერთიანი ციფრული რუკა. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ერთიან ციფრულ რუკაზე შესაბამისი მონაცემების დატანის მიზნით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების მიერ წარმოსადგენი ინფორმაციის ფორმები (დანართი №1). |
| მუხლი 3 |
ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ინფრასტრუქტურის შესახებ მონაცემების საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ელექტრონული მატარებლების (CD, DVD, გარე მეხსიერება) მეშვეობით წარმოდგენა, თანდართული ფორმების (დანართი №1) შესაბამისად და ამავე დანართში მითითებული პერიოდულობით. |
| მუხლი 4 |
ამ დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება ელექტრონულ საკომუნიკაციო სპეციალურ ქსელებსა და მის ელემენტებზე. |
| მუხლი 5 |
1.
ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ამ დადგენილების ამოქმედების დროისთვის ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ არსებული ინფრასტრუქტურის შესახებ მონაცემების ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში პირველადად წარმოდგენა, ამ დადგენილების ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა. |
2.
ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული ცალკეული პირის დასაბუთებული წერილობითი მომართვის შემთხვევაში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია უფლებამოსილია შესაბამის ავტორიზებულ პირს განუსაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის პირველადად წარმოდგენის განსხვავებული ვადა. |
| მუხლი 6 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
პროექტი
დანართი 1ფორმა 1 – ხაზოვანი ობიექტები ფორმა 1.1 – საკანალიზაციო არხები ივსება ინფრასტრუქტურაში განთავსების ან/და ცვლილების განხორციელებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში
ფორმა 1.2 – ოპტიკური კაბელები ივსება ინფრასტრუქტურაში განთავსების ან/და ცვლილების განხორციელებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში
ფორმა 2 – პასიური ელემენტები ფორმა 2.1 – ქუროები ივსება ინფრასტრუქტურაში განთავსების ან/და ცვლილების განხორციელებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში
ფორმა 2.2 – სატელეკომუნიკაციო კარადები ივსება ინფრასტრუქტურაში განთავსების ან/და ცვლილების განხორციელებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში
ფორმა 2.3 – ოპტიკური გამანაწილებელი მოწყობილობები (ODF) ივსება ინფრასტრუქტურაში განთავსების ან/და ცვლილების განხორციელებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში
ფორმა 2.4 – საკანალიზაციო ჭები ივსება ინფრასტრუქტურაში განთავსების ან/და ცვლილების განხორციელებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში
ფორმა 2.5 – ტერმინალური მოწყობილობები ივსება ინფრასტრუქტურაში განთავსების ან/და ცვლილების განხორციელებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში
ფორმა 3 – ლოგიკური შეერთებები ფორმა 3.1 – ფიქსირებული ფართოზოლოვანი ქსელის ტოპოლოგია ივსება ინფრასტრუქტურაში განთავსების ან/და ცვლილების განხორციელებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში
ფორმა 4.1 – მობილური ანძები და დაფარვა ივსება ინფრასტრუქტურაში განთავსების ან/და ცვლილების განხორციელებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები