დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 1998 წლის კურსდამთავრებულთა განაწილების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29/კს§1 |
| დოკუმენტის მიმღები | ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო |
| მიღების თარიღი | 28/09/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, -, 05/10/1998 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220.012.003.383 |
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის
ბრძანება №29/კს§1
1998 წლის 28 სექტემბერი
თბილისი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 1998 წლის კურსდამთავრებულთა განაწილების შესახებ
„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 1998 წლის კურსდამთავრებულ ახალგაზრდა სპეციალისტების დასაქმებასთან დაკავშირებით
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დაევალოს კადრების სამედიცინო პერსონალის გადამზადების, დასაქმებისა და საორგანიზაციო მუშაობის დეპარტამენტის უფროსს ბ-ნ ნ. სააკაშვილს მოიძიოს სამედიცინო დაწესებულებების მოთხოვნა ახალგაზრდა სპეციალისტებზე.
2. ეთხოვოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს ბ-ნ რ. ხეცურიანს უზრუნველყოს 1998 წლის კურსდამთავრებულთა ნებაყოფლობითი განაწილების ჩატარება წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ბ-ნ ა. გამყრელიძეს.
მინისტრი ა. ჯორბენაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები