დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში ზოგიერთი პირის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/04/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/05/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.132.016481 |
|
საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში ზოგიერთი პირის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 მუხლისა და „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 აპრილის №220 დადგენილების მე-6 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა სრულად გათავისუფლდეს 2020 წლის მარტის, აპრილის და მაისის თვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან.
|
| მუხლი 2 |
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგიერთი ფიზიკური და იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები გათავისუფლდნენ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის დაწესებული მოსაკრებლის გადახდისაგან 2020 წელს საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მიერ გამოწვეული მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების მოქმედების პერიოდში, თანახმად დანართისა.
|
| მუხლი 3 |
ამ დადგენილებით გათვალისწინებულ პირებს, რომელთაც ამ დადგენილების პირველი და მეორე მუხლით გათვალისწინებულ პერიოდზე გადახდილი აქვთ მოსაკრებელი, გადახდილი თანხა აესახებათ სააბონენტო ბარათზე (რომელიც არ ექვემდებარება დაბრუნებას), გარდა ამ დადგენილების მე-4 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
|
| მუხლი 4 |
ამ დადგენილებით გათვალისწინებული პირებს უფლება აქვთ უარი განაცხადონ მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებაზე. უარის თქმის შესახებ განცხადებით უნდა მიმართონ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ან/და შპს „სანდასუფთავებას“.
|
| მუხლი 5 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი 1
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები