„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/04/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.153.016529
9
30/04/2020
ვებგვერდი, 01/05/2020
010250050.35.153.016529
„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მცხეთის მუნიციპალიტეტი
 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2020 წლის 30 აპრილი

ქ. მცხეთა

 

„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების,  საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა  და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნას ცვლილება   „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №4 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 010250050.35.153.016376, 22/11/2017), კერძოდ: დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების“:

ა) მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„4. მერი უფლებამოსილია, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში, ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, დანიშნოს მერის წარმომადგენელი, რომლის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით და მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით“.

ბ) მე-11 მუხლი ამოღებულ იქნას.

გ) 25-ე მუხლის პირველ პუნქტს  დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ბაქრაძე