დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, საჩხერის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (ფიზიკური პირების) და იურიდიული პირების დასუფთავების მოსაკრებლისგან გათავისუფლების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/04/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/04/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.130.016374 |
9
29/04/2020
ვებგვერდი, 30/04/2020
210020010.35.130.016374
საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, საჩხერის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (ფიზიკური პირების) და იურიდიული პირების დასუფთავების მოსაკრებლისგან გათავისუფლების შესახებ
საჩხერის მუნიციპალიტეტი
|
საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, საჩხერის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (ფიზიკური პირების) და იურიდიული პირების დასუფთავების მოსაკრებლისგან გათავისუფლების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.დ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 მუხლისა და „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 აპრილის №220 დადგენილების შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, საჩხერის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა (ფიზიკური პირები) სრულად გათავისუფლდეს 2020 წლის მარტის, აპრილისა და მაისის თვის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან.
|
| მუხლი 2 |
საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული იურიდიული პირები, რომლებსაც საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო, შეეზღუდათ საქმიანობის განხორციელების უფლება, სრულად განთავისუფლდნენ 2020 წლის მარტის, აპრილისა და მაისის თვის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან.
|
| მუხლი 3 |
ფიზიკურ პირებს და ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ იურიდიულ პირებს რომლებსაც უკვე გადახდილი აქვთ 2020 წლის მარტის, აპრილის ან/და მაისის თვეების დასუფთავების მოსაკრებელი, გადახდილი თანხა აესახებათ პირად სააბონენტო ბარათზე, გარდა ამ დადგენილების მე-4 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
|
| მუხლი 4 |
1. ფიზიკურ და ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ იურიდიულ პირებს უფლება აქვთ უარი განაცხადონ სუბსიდირებაზე.
2. ფიზიკურმა და ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებულმა იურიდიულმა პირებმა, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სუბსიდირებაზე უარის თქმის შესახებ განცხადებით უნდა მიმართონ ა(ა)იპ „ზურმუხტის“ ადმინისტრაციას.
|
| მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები