დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში მოხელეთა რეზერვის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29/კს§4 |
| დოკუმენტის მიმღები | ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო |
| მიღების თარიღი | 28/09/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, -, 28/09/1998 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220.012.003.382 |
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის
ბრძანება № 29/კს §4
1998 წლის 28 სექტემბერი
ქ. თბილისი
ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში მოხელეთა რეზერვის შესახებ
საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 მარტის №173 ბრძანებულების თანახმად,
ვბრძანებ:
1. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ საქვეუწყებო დაწესებულებებში შეიქმნას მოხელეთა რეზერვი საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 მარტის №173 ბრძანებულებით დამტკიცებული „მოხელეთა რეზერვის“ დებულების დაცვით.
2. დაევალოს:
2.1. კადრების, სამედიცინო პერსონალის გადამზადების, დასაქმებისა და საორგანიზაციო მუშაობის დეპარტამენტის უფროსს ნ. სააკაშვილს;
2.1.1. გააცნოს აღნიშნული ბრძანება ყველა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელს.
2.1.2. საკითხის განხილვა მინისტრის საბჭოს სხდომებზე.
2.2. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შექმნან მოხელეთა რეზერვი ზემოთ აღნიშნული ბრძანებულების თანახმად:
3. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნების დღიდან.
ა. ჯორბენაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები