რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ

რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 019
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 06/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 110060000.70.082.016031
019
06/05/2020
ვებგვერდი, 06/05/2020
110060000.70.082.016031
რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს გენერალური პროკურორი
 

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №019

2020 წლის 6 მაისი

ქ. თბილისი

 

რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის, მე-15 მუხლის მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის  შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
1. განისაზღვროს საქართველოს პროკურატურის სისტემაში შემავალი რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები დანართის შესაბამისად.

2. საქართველოს პროკურატურის სისტემაში შემავალი რაიონული პროკურატურების (გარდა თბილისის რაიონული პროკურატურებისა) უფლებამოსილება გავრცელდეს შესაბამისი თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების სამოქმედო ტერიტორიაზე.

3. ამ ბრძანების მიზნებისათვის, ,,ქალაქ თბილისის რაიონების საზღვრების დადგენის და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2013 წლის 28 იანვრის №1-4 გადაწყვეტილების  ძალაში შესვლის შემდგომ, თბილისის რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები განისაზღვროს ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 22 იანვრის №1-6 გადაწყვეტილებით დადგენილი ადმინისტრაციული საზღვრების მიხედვით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე



დანართი

 

თბილისის რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები

1. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურა – თბილისის ძველი თბილისის რაიონის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია.

2. ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურა – თბილისის ვაკის და თბილისის საბურთალოს რაიონების ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია.

3. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურა – თბილისის დიდუბის და თბილისის ჩუღურეთის რაიონების ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია.

4. გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურა – თბილისის გლდანის და თბილისის ნაძალადევის რაიონების ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია.

5. ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურა – თბილისის ისნის და თბილისის სამგორის რაიონების ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია.

 

რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები

1. ბათუმის რაიონული პროკურატურა – თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის და ქობულეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

2. ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურა – ხელვაჩაურის, შუახევის, ქედის და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

3. ოზურგეთის რაიონული პროკურატურა – ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

4. გორის რაიონული პროკურატურა – გორის და კასპის მუნიციპალიტეტების ტერიტორია, აგრეთვე ,,დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 8 მაისის  №4735–Iს დადგენილებით შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის (გარდა ახალგორისა და თიღვის მუნიციპალიტეტებისა) ტერიტორია.

5. მცხეთის რაიონული პროკურატურა – მცხეთის, ახალგორის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

6. ხაშურის რაიონული პროკურატურა – ხაშურის, ქარელის და თიღვის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

7. რუსთავის რაიონული პროკურატურა – თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

8. მარნეულის რაიონული პროკურატურა – მარნეულის, თეთრიწყაროს და წალკის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

9. ბოლნისის რაიონული პროკურატურა – ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

10. თელავის რაიონული პროკურატურა – თელავის და ახმეტის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

11. გურჯაანის რაიონული პროკურატურა – გურჯაანის, ლაგოდეხის და ყვარლის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

12. სიღნაღის რაიონული პროკურატურა – დედოფლისწყაროს, სიღნაღის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

13. ქუთაისის რაიონული პროკურატურა – თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის, ბაღდათის, ტყიბულის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

14. ზესტაფონის რაიონული პროკურატურა – ზესტაფონის, ხარაგაულის და თერჯოლის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

15. სამტრედიის რაიონული პროკურატურა – სამტრედიის, ვანის და ხონის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

16. საჩხერის რაიონული პროკურატურა – ჭიათურის და საჩხერის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

17. ამბროლაურის რაიონული პროკურატურა – ამბროლაურის, ონის, ცაგერის და ლენტეხის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

18. ზუგდიდის რაიონული პროკურატურა – ზუგდიდის, წალენჯიხის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

19. სენაკის რაიონული პროკურატურა – სენაკის, აბაშის და მარტვილის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

20. ფოთის რაიონული პროკურატურა – თვითმმართველი ქალაქის – ფოთის და ხობის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

21. მესტიის რაიონული პროკურატურა – მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.

22. ახალციხის რაიონული პროკურატურა – ახალციხის, ბორჯომის, ასპინძის და ადიგენის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

23. ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურა – ახალქალაქის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.