დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ცესკოს წევრებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრთა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 27 ივნისის №11/2017 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4/2020 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 30/04/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/05/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240060.15.008.016476 |
|
„ცესკოს წევრებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრთა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 27 ივნისის №11/2017 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის
მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ცესკოს წევრებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრთა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 27 ივნისის №11/2017 დადგენილების (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 28/06/2017, 010240060.15.008.016326) დანართით განსაზღვრული ცესკოს წევრებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრთა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხების:
1. მე-6 მუხლის: ა) მეორე პუნქტის „ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კომისიის წევრის დაკავების, მისი ადმინისტრაციული პატიმრობის ან მისთვის ისეთი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემთხვევაში, რომელიც გამორიცხავს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას, აგრეთვე ცესკოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კომისიის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე;”; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში კომისიის წევრს უნარჩუნდება შრომის ანაზღაურება, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისიის წევრისათვის შრომის ანაზღაურების შენარჩუნების საკითხს წყვეტს ცესკოს თავმჯდომარე.”. 2. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კომისიის წევრს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შვებულება ნაწილ-ნაწილ გამოიყენოს.”. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
|
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები