დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 მარტის №005 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 029 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გენერალური პროკურორი |
| მიღების თარიღი | 06/05/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/05/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270070000.70.082.016042 |
|
„საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 მარტის №005 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 მარტის №005 ბრძანებით (ვებგვერდი, 10/03/2020, სარეგისტრაციო კოდი: 270070000.70.082.016017) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს გენერალური პროკურორისა (შემდგომში – გენერალური პროკურორი) და გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე, რომელიც ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით.“. 2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. დეპარტამენტის მიზნები დეპარტამენტის მიზანია საპროკურორო საქმიანობის ეფექტიანობისა და პროკურატურის განვითარების უზრუნველყოფა, დანაშაულისა და სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზი.“. 3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლების (გარდა გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციისა) საქმიანობის შეფასება გენერალური პროკურორის ბრძანებით დამტკიცებული პროკურორთა/პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემის (შემდგომში – შეფასების სისტემა) შესაბამისად;“; ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებული პროექტების ინიცირება და განხორციელება;“; გ) „პ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ ქვეპუნქტი: „პ1) საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – სტრატეგიული განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის საბჭოს ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის განხორციელება;“; დ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ჟ) გენერალური პროკურორისა და გენერალური პროკურორის მოადგილეების დავალებების შესრულება, აგრეთვე, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული სხვა ფუნქციების განხორციელება“. 4. მე-4 მუხლის: ა) მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) პროკურატურის საქმიანობისათვის პრიორიტეტულ თემებზე სამართლებრივი კვლევების ინიცირებას და მათი ჩატარების ორგანიზებას;“; ბ) მე-4 პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) პროკურატურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე პროექტების ინიცირებას და იმპლემენტაციას;“; გ) მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი: „ი) საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს - სტრატეგიული განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის საბჭოს ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის განხორციელებას.“. 5. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.“; ბ) მე-2 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ და ,,ლ2“ ქვეპუნქტები: „ლ1) ექვს თვეში ერთხელ გენერალურ პროკურორს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების, მოქალაქეთა საჩივარ-განცხადებების განხილვის შედეგებისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ; ლ2) ყოველი წლის ბოლოს გენერალურ პროკურორს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში მომავალში გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე;“. 6. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.“. 7. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.“. 8. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. დეპარტამენტის თანამშრომლები 1. დეპარტამენტში შრომით საქმიანობას ეწევიან: ა) სამმართველოს უფროსი პროკურორები; ბ) სამმართველოს პროკურორები; გ) სამმართველოს მრჩევლები; დ) მრჩეველი – მოწმისა და დაზარალებულის უფროსი კოორდინატორი; ე) დეპარტამენტის სპეციალისტი; ვ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. 2. დეპარტამენტის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 3. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი უზრუნველყოფს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას. 4. დეპარტამენტის თანამშრომლების საქმიანობის კონკრეტული მიმართულებები დეპარტამენტის ამოცანათა შესაბამისად განისაზღვრება დეპარტამენტის უფროსის ზეპირი ან წერილობითი დავალებით.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები