დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტის − ბირთვული და რადიაციული ავარიებისათვის მზადყოფნისა და მათზე რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 დეკემბრის №640 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 279 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/04/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/04/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.021991 |
|
„ტექნიკური რეგლამენტის − ბირთვული და რადიაციული ავარიებისათვის მზადყოფნისა და მათზე რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 დეკემბრის №640 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − ბირთვული და რადიაციული ავარიებისათვის მზადყოფნისა და მათზე რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 დეკემბრის №640 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/12/2019, 300160070.10.003.021667) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − ბირთვული და რადიაციული ავარიებისათვის მზადყოფნისა და მათზე რეაგირების გეგმის“ მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ ფუნქციები ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ (შემდგომში − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“) ფუნქციებია: ა) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციების შესახებ შეტყობინების მიღება, დამუშავება და უფლებამოსილი სუბიექტებისთვის შემდგომი რეაგირების მიზნით გადაცემა; ბ) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის სხვა შემთხვევების მართვის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილ სუბიექტებთან კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა; გ) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის სხვა შემთხვევების აღრიცხვა, ანალიზი და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება; დ) ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციებსა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევებზე რეაგირების განმახორციელებელი უფლებამოსილი სუბიექტის მისვლამდე, კომპეტენციის ფარგლებში, კონსულტაციის გაწევა და პირისთვის აუცილებელი პირველადი ინფორმაციის მიწოდება; ე) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ისთვის“ შეტყობინებისა და შესაბამისი მოქმედების განხორციელების წესების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება; ვ) გადაუდებელ შემთხვევაში, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილების უზრუნველყოფა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები