დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „განგრძობითი განათლების სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 18 აგვისტოს №ნ-13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | ნ-3 |
| დოკუმენტის მიმღები | ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 29/04/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/04/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 350090000.64.076.016076 |
ნ-3
29/04/2020
ვებგვერდი, 30/04/2020
350090000.64.076.016076
„განგრძობითი განათლების სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 18 აგვისტოს №ნ-13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
|
„განგრძობითი განათლების სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 18 აგვისტოს №ნ-13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„განგრძობითი განათლების სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 18 აგვისტოს №ნ-13 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 18/08/2017, სარეგისტრაციო კოდი: 350090000.64.076.016020) დამტკიცებულ განგრძობითი განათლების სტანდარტში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. სერტიფიცირებული ბუღალტრების ერთიანი რეესტრის წარმოების მიზნებისთვის, სერტიფიცირებულ ბუღალტერს (გარდა აუდიტორისა) განგრძობითი განათლების მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაეთვალოს და ამ სტანდარტით დადგენილი 3-წლიანი პერიოდის ათვლა დაიწყოს 2020 წლიდან.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები