„ტექნიკური რეგლამენტის – „მეტალის ჯართის რადიაციული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №756 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტექნიკური რეგლამენტის – „მეტალის ჯართის რადიაციული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №756 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 276
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/04/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/04/2020
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.021988
276
29/04/2020
ვებგვერდი, 30/04/2020
300160070.10.003.021988
„ტექნიკური რეგლამენტის – „მეტალის ჯართის რადიაციული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №756 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №276

2020 წლის 29 აპრილი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის „მეტალის ჯართის რადიაციული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №756 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „მეტალის ჯართის რადიაციული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №756 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2014, 300160070.10.003.018376) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის მეტალის ჯართის რადიაციული მონიტორინგის წესის“ მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იმ შემთხვევაში, თუ ჯართის მიმღებ პუნქტზე ჯართის ჩაბარებისას ჯართის მიმღებ პირს გაუჩნდა ეჭვი რადიოაქტიური ნივთიერების არსებობაზე, ვალდებულია, უზრუნველყოს საეჭვო საგნის (საგნების) იზოლირება, შეზღუდოს პერსონალისა და უცხო პირთა წვდომა და შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ს“ (შემდგომში − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“) ან/და სააგენტოს.

2. მეტალის გადამამუშავებელი პირი ვალდებულია, შეამოწმოს ჯართში რადიოაქტიურობის არსებობა ჯართის გადამუშავების პროცედურის დაწყებამდე. მეტალის ჯართის პარტიის ფორმირებისას, ასევე მეტალის გადამამუშავებელი საწარმოს ტერიტორიაზე რადიოაქტიური დაბინძურების ან ჯართში რადიოაქტიური წყაროს აღმოჩენის შემთხვევაში, ექსპორტიორი, ჯართის მიმღები, მეტალის გადამამუშავებელი ან მეტალის ჯართის რადიაციული შემოწმების განმახორციელებელი პირი ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ უსაფრთხო პერიმეტრი გამა გამოსხივების დოზის სიმძლავრის მიხედვით, არა უმეტეს 0.1 მზვ/სთ მნიშვნელობით, ამ პერიმეტრიდან პერსონალისა და სხვა პირების მოცილება არანაკლებ 50 მეტრის მანძილით და შეატყობინონ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ს“ ან/და სააგენტოს.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია