„სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/04/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/04/2020
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.168.016312
6
29/04/2020
ვებგვერდი, 29/04/2020
010260020.35.168.016312
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
 

    სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2020 წლის 29 აპრილი

ქ. სიღნაღი

 

„სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის  2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“  სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის N2 დადგენილების დანართის  (www.matsne.gov.ge,   25/12/2017, 010260020.35.168.016228)  მე-13 მუხლში შევიდეს ცვლილება  და  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

 

„მუხლი 13. მერის წარმომადგენელი

1. მერის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი .

2. მერის წარმომადგენელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში.

3. მერის წარმომადგენელზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.

4. მერის წარმომადგენელი:

ა) მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და  მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

ბ) მერის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას;

გ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;

დ) მერის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას;

ე) მერს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, გეოგრაფიული ობიექტების  სახელდების შესახებ;

ვ) „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს აწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას, ამავე კანონით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის მიზნით;

ზ) „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ვადების დაცვით მუნიციპალიტეტის მერის მიერ განსაზღვრულ ცნობების გაცემაზე უფლებამოსილ პირს აწვდის ინფორმაციას:

ზ.ა) დაბადების რეგისტრაციის არსებობის ან სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ  სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე ბავშვის დაბადების თაობაზე;

ზ.ბ) პირის გარდაცვალების თაობაზე.

თ) მუნიციპალიტეტის მერის მიერ განსაზღვრულ ცნობების გაცემაზე უფლებამოსილ პირს ხელს უწყობს ტექნიკური და მეთოდური დახმარების გაწევით შემდეგი ცნობებისა  და  ოქმების  მოსამზადებლად:

თ.ა) „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილების მე-8 მუხლის შესაბამისად ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის შესახებ;

თ.ბ)   საქონლის ადგილწარმოშობის შესახებ;

თ.გ)  პირის/პირების კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტის დადასტურების (გარდა მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით) შესახებ;

თ.დ) „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანების 85-ე მუხლის შესაბამისად,  მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ან სარგებლობის შესახებ;

ი) მერის წარმომადგენელი პასუხისმგებელია მის მიერ მოწვდილ ყველა სახის ინფორმაციის სისწორეზე;

კ) მერის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს  და  ანგარიშვალდებულია მის წინაშე.".

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ხატიაშვილი