„ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 აპრილის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 აპრილის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები ერედვის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/05/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/05/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 05/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.147.016234
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
9
04/05/2020
ვებგვერდი, 05/05/2020
010260020.35.147.016234
„ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 აპრილის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ერედვის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/05/2020 - 03/08/2020)

 

 ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2020 წლის 4 მაისი

ქ. თბილისი

 

„ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 აპრილის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონისადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61- მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და საქართველოს ორგანული კანონისნორმატიული აქტების შესახებმე-20 მუხლი მე-4 პუნქტის საფუძველზე,    ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 აპრილის №15 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge;  26/04/2018; 010260020.35.147.016187)  შეტანილ  იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის:

) პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელითვითმმართველი ერთეულის რწმუნებული არის ადგილობრვი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში ადმინისტრაციული ხელშეკრულბით დასაქმებული პირი.

ბ) მე-3 პუნქტის ა.ბ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) ანაწილებს დავალებებს თანაშემწეებს შორის , უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და გამგებლის დავალებებით  გათვალისწინებული  ღონისძიებების  განხორციელებას

გ) მე-5 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თვითმმართველი  ერთეულის  ტერიტორიული  ორგანოს  ხელმძღვანელსრწმუნებულს აქვს ბეჭედი და ბლანკი შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს სახელის აღნიშვნით.“

დ)   მე- 8 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. „თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას,  გამგებლის გადაწყვეტილებით ასრულებს ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეემზარ ბერუაშვილი