„საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საქმიანობისა და ნოტარიუსთა მიერ მომსახურების წესებისა და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 31 მარტის №511 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 523
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 29/04/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/04/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 23/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.017018
523
29/04/2020
ვებგვერდი, 29/04/2020
040030000.22.027.017018
„საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საქმიანობისა და ნოტარიუსთა მიერ მომსახურების წესებისა და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 31 მარტის №511 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №523

2020 წლის 29 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საქმიანობისა და ნოტარიუსთა მიერ მომსახურების წესებისა და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 31 მარტის №511 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საქმიანობისა და ნოტარიუსთა მიერ მომსახურების წესებისა და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 31 მარტის №511 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/03/2020, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.017006) პირველი მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ა.გ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.გ2“ და „ა.გ3“ ქვეპუნქტები:

„ა.გ2) თბილისი, ი. აბაშიძის ქ. №68 (სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფისი);

ა.გ3) თბილისი, ი. ვეკუას ქ. №14 (სავაჭრო ცენტრის „გლდანი პლაზა“ შენობა);“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დროებითი ბიუროების გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს სსიპ – საქართველოს ნოტარიუსთა პალატა (შემდგომ – პალატა);“;

გ) „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტები:

„ბ1) დროებით ბიუროებში მოხვედრის მიზნით სანიტარიული უსაფრთხოების ზომების დაცვას უზრუნველყოფენ პალატა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეული – აღსრულების პოლიციის სამმართველო (შემდგომ – აღსრულების პოლიცია). ამ ბრძანებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების შესრულებისას, აღსრულების პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია ატაროს უნიფორმა, მაგრამ ეკრძალება ცეცხლსასროლი იარაღის ტარება;

2) სანოტარო მომსახურების მიღება ხორციელდება „ცოცხალი რიგის“ პრინციპით. დაუშვებელია რიგის თანმიმდევრობის დარღვევა. მომხმარებელი, რომელიც რაიმე მიზეზით გამოაკლდება რიგს, მოსახურების მისაღებად თავიდან უნდა დაიკავოს ადგილი რიგში. ასევე დაუშვებელია ნებისმიერი სიის წარმოება რიგში მომხმარებლის ჩაწერის ან/და რიგის მართვის მიზნით. დროებითი ბიუროების მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვასა და სანოტარო მომსახურების მისაღებად მომხმარებელთა რიგის ამ ქვეპუნქტის შესაბამისად მოწესრიგებას/მართვას უზრუნველყოფს აღსრულების პოლიცია. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესის მომხმარებლებისათვის პერიოდულად, ზეპირად გაცნობას უზრუნველყოფს აღსრულების პოლიცია, ხოლო რიგის გასწვრივ, იმ შენობის ფასადზე შესაბამისი საინფორმაციო ფურცლის დროებით განთავსებას, რომელშიც დროებითი ბიურო ფუნქციონირებს, – პალატა;“;

დ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ვ) ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნა ვრცელდება ასევე სანოტარო მომსახურების მომხმარებელზეც. პირები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ასეთ პირობებს, არ დაიშვებიან დროებით ბიუროში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ასეთი გარემოებები გამოვლინდა პირის ბიუროში ყოფნის მომენტში, ნოტარიუსი/პალატა/აღსრულების პოლიცია უფლებამოსილია მოსთხოვოს პირს – ბიუროს დაუყოვნებლივ დატოვება და ამ ვალდებულების შესასრულებლად გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებები;“;

ე) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) არასრულწლოვანი, რომელიც უშუალოდ არ მონაწილეობს გარიგებაში, არ დაიშვება დროებითი ბიუროს ტერიტორიაზე. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესის დაცვას უზრუნველყოფს პალატა/აღსრულების პოლიცია;“;

ვ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) პალატა/აღსრულების პოლიცია უზრუნველყოფს ამ პუნქტის „ე“, „ვ“ და „ვ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირობების შემოწმებას;“;

ზ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) დროებითი ბიუროს სამუშაო საათები განისაზღვრება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (გარდა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ მიხედვით განსაზღვრული უქმე დღეებისა), 8.00 საათიდან 18.00 საათამდე. აღსრულების პოლიცია ზედამხედველობს ნოტარიუსის მიერ დროებითი ბიუროს 18.00 საათზე დახურვას  და ტერიტორიას ტოვებს ნოტარიუსის შემდეგ.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი