საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ

საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 020
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 06/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 110060000.70.082.016032
020
06/05/2020
ვებგვერდი, 06/05/2020
110060000.70.082.016032
საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს გენერალური პროკურორი
 

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №020

2020 წლის 6 მაისი

ქ. თბილისი

 

საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-15 მუხლის მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის  შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
განისაზღვროს საქართველოს პროკურატურის სისტემაში შემავალი საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე



დანართი

 

საქართველოს პროკურატურის სისტემაში შემავალი საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები

1. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა – ქუთაისის, ზესტაფონის, სამტრედიის, საჩხერისა და ამბროლაურის რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები.

2. კახეთის საოლქო პროკურატურა – გურჯაანის, სიღნაღის და თელავის რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები.

3 სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა – ფოთის, ზუგდიდის, სენაკის და მესტიის რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები.

4. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურა – ახალციხის და ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები.

5. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურა – გორის, ხაშურის და მცხეთის რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები.

6. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა – რუსთავის, ბოლნისის და მარნეულის რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები.