დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| წყალტუბოს მუნიციპალტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდაზე საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის შეღავათის დაწესების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/04/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/04/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.122.016575 |
10
29/04/2020
ვებგვერდი, 29/04/2020
210020010.35.122.016575
წყალტუბოს მუნიციპალტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდაზე საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის შეღავათის დაწესების შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
|
წყალტუბოს მუნიციპალტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდაზე საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის შეღავათის დაწესების შესახებ
|
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 ბრძანების, კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 აპრილის №220 დადგენილების, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-4 მუხლისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ'' წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 ნოემბრის №70 დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართის მე-3 მუხლის მე-11 პუნქტის ,,ა'', ,,ბ'' და ,,გ'' ქვეპუნქტების საფუძველზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დაწესდეს საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, მოსახლეობის დახმარების მიზნით, შეღავათი ადგილობრივ მოსაკრებელზე საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის და განთავისუფლდნენ სრულიად 2020 წლის მარტის, აპრილის და მაისის თვის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ფიზიკური პირები (მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირები და სოციალურად დაუცველი ოჯახები).
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები