დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 აპრილის №220 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 273 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 28/04/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/04/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 280000000.10.003.021985 |
|
„კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 აპრილის №220 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 აპრილის №220 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/04/2020, 280000000.10.003.021932) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის:
1. „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „გ) იმ საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, რომელიც, კანონმდებლობის შესაბამისად, ელექტროენერგიის განაწილების, წყალმომარაგების/წყალარინების, დასუფთავების მომსახურებისა და შესაბამისი საფასურის/მოსაკრებლის გადახდას ახორციელებს ადმინისტრირების ერთიანი ინტეგრირებული და კოორდინირებული სისტემის მეშვეობით და რომელმაც/რომელიც საანგარიშო თვეში მოიხმარა/მოიხმარს 200 კილოვატ/საათს ან ნაკლები მოცულობის ელექტროენერგიას, სასმელი წყლის/წყალარინების საფასურის სუბსიდირება მოხდება ბიუჯეტიდან;“. 2. „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) იმ საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, რომელიც, კანონმდებლობის შესაბამისად, ელექტროენერგიის განაწილების, წყალმომარაგების/წყალარინების, დასუფთავების მომსახურებისა და შესაბამისი საფასურის/მოსაკრებლის გადახდას არ ახორციელებს ადმინისტრირების ერთიანი ინტეგრირებული და კოორდინირებული სისტემის მეშვეობით, სასმელი წყლის/წყალარინების საფასურის სუბსიდირება მოხდება ბიუჯეტიდან.“.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები