„ხონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ხონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/04/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/04/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.119.016429
18
29/04/2020
ვებგვერდი, 29/04/2020
010250040.35.119.016429
„ხონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტი
 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2020 წლის 29 აპრილი

ქ. ხონი

 

„ხონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ.“ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული  კანონის 22-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ხონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №35 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 24/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.119.016339) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-17-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17. მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები

ა) მერის თანაშემწე

ბ) სხვა პირი, რომელსაც მერიაში საჯარო სამსახურის განხორციელების უზუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება

2. მე-19-ე მუხლი ამოღებულ იქნას

3. დაემატოს V1 თავი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„V1 თავი მერიაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები

მუხლი 181 . მერიაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები:

1. მერის წარმომადგენელი.

2. მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული პირები.

3. მერის წარმომადგენელი არის მერიაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასქმებული პირი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

4. მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული პირი არის მერიაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასქმებული პირი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

5. მერის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

6. მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული პირი ანგარიშვალდებულია მერის, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისა და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის წინაშე.

7. მერის წარმომადგენელისა და ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული პირების უფლება მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით.

8. თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად მერის წარმომადგენელს აქვს ბეჭედი, რომლის ნიმუშს ადგენს ხონის მუნიციპალიტეტის მერი.

9. მერის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში ვალდებულია აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტი და კანონით დადგენილი წესით შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე