დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| დებულების - „ყოფილ საკოლმეურნეო ტყეებსა და ყოფილ საბჭოთა მეურნეობების გამგებლობაში არსებულ ტყეებში ტყითსარგებლობის დროებითი წესების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10.107 |
| დოკუმენტის მიმღები | სატყეო მეურნეობის დეპარტამენტი |
| მიღების თარიღი | 18/09/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება და ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, -, 18/09/1998 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270.013.003.374 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 270.013.003.404.
საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის
ბრძანება №10/124
1998 წლის 11 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ხე-ტყის ნედლეულის მოპოვების დამადასტურებელი საბუთის ფორმის, აღრიცხვისა და გაცემის წესის შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის მოწესრიგების შესახებ საქართველოს 1998 წლის („საქართველოს რესპუბლიკა“, №173, 11 ივლისი, 1998 წ) კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ამავე კანონით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „ხე-ტყის ნედლეულის მოპოვების დამადასტურებელი საბუთის ფორმის, აღრიცხვისა და გაცემის წესის შესახებ“.
2. ეს ბრძანება ოფიციალურად გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან 7 დღის განმავლობაში.
3. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, საკანონმდებლო დამატება – საქართველოს კანონები, 1997 წ., 19 ნოემბერი) 61-ე მუხლის შესაბამისად ამ ბრძანების ოფიციალურ გამოქვეყნებად ჩაითვალოს მისი სრული ტექსტის პირველი გამოქვეყნება გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“.
4. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს ოფიციალურად გამოქვეყნებისთანავე.
გ. ჯაფარიძე
დებულება
ხე-ტყის ნედლეულის მოპოვების დამადასტურებელი საბუთის ფორმის, აღრიცხვისა და გაცემის წესის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. ხე-ტყის ნედლეულის მოპოვების დამადასტურებელი საბუთის მიზანი და გამოყენების სფერო
1. დებულება შემუშავებულია „საქართველოს ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს 1998 წლის კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს ხე-ტყის ნედლეულის მოპოვების დამადასტურებელი საბუთის ფორმას, მისი აღრიცხვისა და გაცემის წესს.
2. ხე-ტყის ნედლეულის მოპოვების დამადასტურებელი საბუთის შემოღების მიზანია ექსპორტის ლიცენზირებას დაქვემდებარებული ხე-ტყის ნედლეულის მოპოვების სისწორის დადგენა.
3. ხე-ტყის ნედლეულის მოპოვების დამადასტურებელი საბუთი წარმოადგენს ექსპორტის ლიცენზირებას დაქვემდებარებული საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 44-ე ჯგუფის 4401, 4403, 4404, 4406 და 4407 სასაქონლო პოზიციების, სუბპოზიციებისა და ქვესუბპოზიციების მიხედვით აღწერილი და კოდირებული ხე-ტყის ნედლეულზე საექსპორტო ლიცენზიის გაცემის საფუძველს.
4. ხე-ტყის ნედლეულის მოპოვების დამადასტურებელი საბუთის გადაცემა სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე აკრძალულია.
5. ხე-ტყის ნედლეულის მოპოვების დამადასტურებელი საბუთი ძალაშია მისი გაცემის დღიდან ერთი წლის განმავლობაში.
მუხლი 2.დებულებაში გამოყენებული ტერმინების განმარტება
1. ხე-ტყით მოსარგებლე – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ხე-ტყის ნედლეულის მოპოვებას ტყეში სათანადო ნებართვის საფუძველზე.
2. ხე-ტყის ნედლეულის შემსყიდველი – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელმაც განახორციელა ხე-ტყის ნედლეულის შეძენა სახელმწიფო სატყეო მეურნეობიდან ან ხე-ტყით მოსარგებლისაგან.
თავი II
ძირითადი დებულებანი
მუხლი 3. ხე-ტყის ნედლეულის მოპოვების დამადასტურებელი საბუთის ფორმა
ხე-ტყის ნედლეულის მოპოვების დამადასტურებელი საბუთი შეიცავს შემდეგ მონაცემებს:
1. მთავარი სარგებლობის ჭრებით ხე-ტყის ნედლეულის დამზადების შემთხვევაში (დანართი №1):
ა) ხე-ტყის ნედლეულის მოპოვების დამადასტურებელი საბუთის ნომერს და გაცემის თარიღს;
ბ) იმ კონკრეტული სატყეო მეურნეობის, სატყეოს, კვარტალის და უბნის დასახელებას, სადაც დამზადდა ხე-ტყის ნედლეული და დამზადების ვადას;
გ) დამზადებული ხე-ტყის ნედლეულის ოდენობას კუბურ მეტრებში მერქნიანი სახეობის და სორტიმენტის მიხედვით;
დ) სალიცენზიო საექსპორტო საბჭოს მიერ გაცემული ლიცენზიის ნომერს და თარიღს;
ე) ტყით მოსარგებლის იურიდიულ მისამართს და რეკვიზიტებს.
2. მოვლითი სახის ჭრებით ხე-ტყით ნედლეულის დამზადების ან დამზადებული ხე-ტყის ნედლეულის შესყიდვის შემთხვევაში (დანართი № 2):
ა) ხე-ტყის ნედლეულის მოპოვების დამადასტურებელი საბუთის ნომერს და გაცემის თარიღს;
ბ) იმ კონკრეტული სატყეო მეურნეობის, სატყეოს, კვარტალის და უბნის დასახელებას, სადაც მოვლითი სახის ჭრებით დამზადდა ხე-ტყის ნედლეული და დამზადების ვადას;
გ) მომხმარებლის მიერ მოვლითი სახის ჭრებით დამზადებული ან შესყიდული ხე-ტყის ნედლეულის ოდენობას კუბურ მეტრებში მერქნიანი სახეობის და სორტიმენტის მიხედვით;
დ) სატყეო მეურნეობიდან მოვლითი სახის ჭრებით დამზადებული ხე-ტყის შესყიდვის დამადასტურებელი მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ნომერს და თარიღს;
ე) ხე-ტყის პროდუქციის დამამზადებლის გამყიდველის მისამართს და რეკვიზიტებს.
მუხლი 4. ხე-ტყის ნედლეულის მოპოვების დამადასტურებელოი საბუთის აღრიცხვა
1. ხე-ტყის ნედლეულის მოპოვების დამადასტურებელი საბუთი წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს.
2. ხე-ტყის ნედლეულის მოპოვების დამადასტურებელი საბუთის გაცემის რეგისტრაცია წარმოებს ზონარგაყრილ და დალუქულ ჟურნალში, საქართველოს სატყეო მერუნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის ტყითსარგებლობის სამმართველოს მიერ.
3. ხე-ტყის ნედლეულის მოპოვების დამადასტურებელი საბუთი და მისი გაცემისათვის საჭირო დოკუმენტაციები ინახება საბუთის გამცემ სტრუქტურაში ხუთი წლის განმავოლობაში.
მუხლი 5. ხე-ტყის ნედლეულის მოპოვების დამადასტურებელი საბუთის გაცემის წელი
1. ხე-ტყის ნედლულის მოპოვების დამადსტურებელი საბუთი გაიცემა საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.
2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ადმინისტრაციულ საზღვრებში ხე-ტყის ნედლეულის დამზადების შემთხვევაში ხე-ტყის ნედლეულის მოპოვების დამადასტურებელ საბუთს გასცემენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სატყეო მეურნეობის დეპარტამენტები.
3. ხე-ტყის ნედლეულის მოპოვების დამადასტურებელი საბუთი გაიცემა ტყით მოსარგებლეზე ან მისგან ხე-ტყის ნედლეულის შემსყიდველ პირებზე.
4. ხე-ტყის ნედლეულის მოპოვების დამადასტურებელი საბუთი გაიცემა ხე-ტყის ნედლეულის შემდეგ სახეებზე:
ა) სათბობი (საშეშე) მერქანი ხის ღეროს გადანაჭრების (კოტრების), ნაპობის, ტოტების, ფიჩხის კონების ან ანალოგიური სახით; ხის ნაფოტი ან ბურბუშელა, ხე-ტყის ნახერხი და ანარჩენები, ბლოკებად დაპრესილი ან დაუპრესავი, ჯირკის სახით, ბრიკეტების, წახნაგოვანი ან ანალოგიური სახით - საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 44-ე ჯგუფი (სასქონლო პოზიციის კოდი 4401);
ბ) ხე-ტყე დამამუშავებელი ან გაუქერქავი, შავად დაძელაკებული ან დაუძელაკებელი – საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 44-ე ჯგუფი (სასქონლო პოზიციის კოდი 4403);
გ) საკასრე ხე-ტყე: დაპობილი ბალანსები, წამახვილებული, სიგრძივად გაუხერხავი სარები და ხიმინჯები; თლილი, მაგრამ გაუჩარხავი, გაუღუნავი ან სხვა მეთოდით დაუმუშავებელი ხე-ტყის მასალა, რომელიც გამოიყენება ხელჯოხების, შოლტების, ინსტრუმენტების სახელურებისა და სხვა მსგავსი ნაკეთობების დასამზადებლად; მერქანი შლილი (გახდილი) და გაშალაშინებული კალათებისა და დანარჩენი ნაწარმისათვის – საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 44-ე ჯგუფი (სასქონლო პოზიციის კოდი 4404);
დ) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასქონლო ნომენკლატურის 44-ე ჯგუფის 4406 სასაქონლო პოზიციით აღწერილი და კოდირებული ხე-ტყის ნედლეული:
4406 - ხის განძელები რკინიგზისა და ტრამვაის ლიანდაგებისათვის
4406 10000 - გაჟღენთილი
4406 9 0000 - სხვადასხვა.
ე) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 44-ე ჯგუფის 4407 სასქონლო პოზიციით აღწერილი და კოდირებული ხე-ტყის ნედლეული;
4407 - ხე-ტყე გრძივად დახერხილი ან დაპობილი, გაშალაშინებული, ანათალი (გახდილი) გათლილი ან გაუთლელი, გახეხილი ან გაუხეხავი, რომლებსაც აქვთ ან არა აქვთ შემაერთებელი ამონათალი, სისქით 6 მმ-ზე ზევით
4407 10 - წიწვიანი
4407 10100 - შეერთებული ამონაღარში, გაშალაშინებული ან გაუშალაშინებელი, გახეხილი ან გაუხეხავი
4407 10300 - გაშალაშინებული
4407 10500 - გახეხილი
4407 10710 - წვრილზომის ფიცრები ფანქრების დასამზადებლად
4407 10790 - ხე-ტყის სიგრძით 125 სმ ან ნაკლები და სისქით 12,5 მმ-ზე ნაკლები
4407 10910 - ჩვეულებრივი ნაძვი ან ევროპული თეთრი სოჭი
4407 10930 - ჩვეულებრივი ფიჭვი
4407 10990 სხვადასხვა
4407 21310 ძელაკები, თამასები და იატაკის საპარკეტე ფრიზა, აუკრებავი
4407 92 - წიფლის
4407 91 - მუხის
4407 99930 - კაკლის მორის
5. ხე-ტყის ნედლეულის მოპოვების დამადასტურებელი საბუთი გაიცემა ორ ცალად. საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს წარედგინება მხოლოდ პირველი ეგზემპლარი.
6. ხე-ტყის მოპოვების დამადასტურებელი საბუთის გაცემის საფუძველს წარმოადგენს მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი განცხადება, რომელსაც თან უნდა ახლდეს შემდეგი საბუთები:
ა) საექსპორტო - სალიცენზიო საბჭოს მიერ გაცემული ლიცენზია (ასლი);
ბ) ბუნებრივი რესურსის გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) მთავარი სარგებლობის ტყეკაფის გამოყოფის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) მოვლითი ჭრებით დამზადებული ხე-ტყის ნედლეულის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული სატყეო მეურნეობის მიერ სატყეოს, კვარტალის, უბნის ჩვენებით.
ე) შეძენილი ხე-ტყის ნედლეულის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) საბუთის გაცემის მომსახურეობის გადახდის ქვითარი.
7. ხე-ტყის ნედლეულის მოპოვების დამადასტურებელი საბუთი გაიცემა არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა განცხადების რეგისტრაციიდან. საბუთის გაცემაზე უარი უნდა იყოს მოტივირებული (განმცხადებლის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში უარის მოტივაცია მას ეცნობება წერილობით). ამ შემთხვევაში განმცხადებელს არ გადახდება საბუთის გაცემის მომსახურების თანხა.
8. ხე-ტყის ნედლეულის მოპოვების დამადასტურებელი საბუთის დაკარგვის შემთხვევაში მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე გაიცემა მისი დუბლიკატი.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები