„პილარ 2-ის ფარგლებში კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის ბუფერების განსაზღვრის წესის“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 18 დეკემბრის №176/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პილარ 2-ის ფარგლებში კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის ბუფერების განსაზღვრის წესის“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 18 დეკემბრის №176/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 77/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 27/04/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/04/2020
სარეგისტრაციო კოდი 220010010.18.011.016466
77/04
27/04/2020
ვებგვერდი, 28/04/2020
220010010.18.011.016466
„პილარ 2-ის ფარგლებში კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის ბუფერების განსაზღვრის წესის“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 18 დეკემბრის №176/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №77/04

2020 წლის 27 აპრილი

ქ. თბილისი

 

„პილარ 2-ის ფარგლებში კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის ბუფერების განსაზღვრის წესის“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 18 დეკემბრის №176/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„პილარ 2-ის ფარგლებში კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის ბუფერების განსაზღვრის წესის“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 18 დეკემბრის №176/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 21/12/2017, ს/კ: 220010010.18.011.016265) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) რისკების შეფასების საერთო პროგრამა (GRAPE) – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №32/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების რისკების შეფასების საერთო პროგრამის მოქმედების წესის“ მიხედვით განსაზღვრული რისკებზე ორიენტირებული ზედამხედველობის უწყვეტი ციკლი, რომლის მიზანია ბანკების რისკების დონის შეფასება და შესაბამისი საზედამხედველო ზომების განსაზღვრა;“.

2. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. საზედამხედველო ზომები ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა)

ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საზედამხედველო ზომებს ან/და სანქციას (ფულად ჯარიმას).“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე