„ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის სტანდარტების კოდექსი კომერციული ბანკებისთვის“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 9 ივლისის №154/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის სტანდარტების კოდექსი კომერციული ბანკებისთვის“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 9 ივლისის №154/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 78/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 27/04/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/04/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 02/08/2021
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016467
78/04
27/04/2020
ვებგვერდი, 28/04/2020
220010000.18.011.016467
„ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის სტანდარტების კოდექსი კომერციული ბანკებისთვის“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 9 ივლისის №154/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №78/04

2020 წლის 27 აპრილი

ქ. თბილისი

 

„ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის სტანდარტების კოდექსი კომერციული ბანკებისთვის“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 9 ივლისის №154/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის სტანდარტების კოდექსი კომერციული ბანკებისთვის“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 9 ივლისის №154/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 10/07/2018, ს/კ: 220010000.18.011.016324) დამტკიცებულ კოდექსში შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ეთიკის/შესაბამისობის/კორპორაციული მართვის კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან მიმართებით შესაბამისი განცხადება შესაძლოა, წარედგინოს ეროვნულ ბანკს, რომელიც უფლებამოსილია, გაატაროს შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებები, მათ შორის, დარღვევის სერიოზულობიდან გამომდინარე, გამოიყენოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული საზედამხედველო ზომები ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა). ამასთან, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, წინამდებარე კოდექსის ფარგლებში დაფიქსირებულ ინციდენტებთან და დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაციის საფუძველზე კომერციულ ბანკთან ერთად ან დამოუკიდებლად განახორციელოს შესაბამისი მოკვლევა და მიიღოს  შესაბამისი ზომები.“.

2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. საზედამხედველო ზომები და სანქციები

1. კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირების მიერ წინამდებარე კოდექსით განსაზღვრული ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის სტანდარტების დაცვის საკითხი სხვა საკითხებთან ერთად იქნება გათვალისწინებული კომერციული ბანკების რისკების შეფასების საერთო პროგრამის (GRAPE) ფარგლებში კორპორაციული მართვის რისკისა და ადმინისტრატორთა კანონმდებლობით განსაზღვრული შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასებისას.

2. კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირები უნდა აცნობიერებდნენ, რომ კოდექსით განსაზღვრული პრინციპებისა და სტანდარტების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევი პირის მიმართ დარღვევის სერიოზულობიდან გამომდინარე, შესაძლოა, გატარებულ იქნეს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით განსაზღვრული საზედამხედველო ზომები ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა) ან/და კომერციული ბანკის შიდა სტანდარტების დოკუმენტით განსაზღვრული ზომები.

3. პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ ის აცნობიერებდა,  შეეძლო ან უნდა გაეცნობიერებინა, რომ კოდექსით ან/და კომერციული ბანკის შიდა სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნას არღვევდა.

4.  იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული დარღვევისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებულია სხვა უფრო მკაცრი სანქცია, პირს უფრო მკაცრი პასუხისმგებლობა დაეკისრება. თუ უფრო მკაცრი სანქციის/პასუხისმგებლობის დაკისრება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო სამართლებრივი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების ფარგლებში (გარდა ეროვნული ბანკის წარმოებაში არსებული საქმეებისა) განხორციელდება, ეს არ გამორიცხავს პირისთვის წინამდებარე კოდექსიდან გამომდინარე საზედამხედველო ზომების ან/და სანქციის (ფულადი ჯარიმის) დაკისრებასაც.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე