დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კომერციული ბანკების რისკების შეფასების საერთო პროგრამის მოქმედების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №32/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 86/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 27/04/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/04/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220020000.18.011.016464 |
|
„კომერციული ბანკების რისკების შეფასების საერთო პროგრამის მოქმედების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №32/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„კომერციული ბანკების რისკების შეფასების საერთო პროგრამის მოქმედების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №32/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 27/03/2014; ს/კ: 220020000.18.011.016127) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. რისკების შეფასების საერთო პროგრამა – რისკებზე ორიენტირებული ზედამხედველობის უწყვეტი ციკლი, რომლის მიზანია კომერციული ბანკების რისკების დონის შეფასება და შესაბამისი საზედამხედველო ზომების განსაზღვრა.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. რისკის ზედამხედველები – საქართველოს ეროვნული ბანკის სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტისა და საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კონკრეტული რისკის კატეგორიის შეფასებაზე თითოეული კომერციული ბანკისა და სისტემის დონეზე. ა) სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტის მცირე და საშუალო და კორპორატიული საკრედიტო რისკების განყოფილების თანამშრომლები და საცალო საკრედიტო რისკების განყოფილების თანამშრომლები ზედამხედველობენ საკრედიტო რისკებს; ბ) სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტის ფინანსური რისკებისა და მაკროპრუდენციული პოლიტიკის განყოფილების თანამშრომლები ზედამხედველობენ ლიკვიდობისა და საბაზრო რისკებს, ბიზნესმოდელთან და მომგებიანობასთან, ასევე, მაკროეკონომიკურ გარემოსთან დაკავშირებულ რისკებს; გ) სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტის საოპერაციო რისკების განყოფილების თანამშრომლები ზედამხედველობენ საოპერაციო რისკებს; დ) საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის კორპორაციული მართვისა და რესურსების ანალიზის განყოფილების თანამშრომლები ზედამხედველობენ ჯგუფის სტრუქტურასთან და კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებულ და ბანკის საერთო რისკს.“. 2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. საზედამხედველო ზომები 1. იდენტიფიცირებული რისკების შეფასების შედეგად რისკის და კომერციული ბანკის ზედამხედველები, საჭიროების შემთხვევაში, შეიმუშავებენ საზედამხედველო ზომების შესახებ წინადადებას, რომლის მიზანია სხვადასხვა რისკის კატეგორიის დონეების შემცირება ან კომერციული ბანკებისათვის მაღალი რისკის მიტიგაციისათვის საჭირო რესურსების ოდენობის გაზრდის მოთხოვნა. 2. საზედამხედველო ზომების განსაზღვრა შესაძლებელია განხორციელდეს უწყვეტი საზედამხედველო ციკლის ნებისმიერ ფაზაში, იქნება ეს ბანკის საერთო რისკის შეფასება, თუ ცალკეული რიკის კატეგორიის შეფასება, ან ნებისმიერი სხვა ინფორმაციის მიღების შედეგად, რასაც ეროვნული ბანკი ჩათვლის დროული რეაგირების საგნად.“. 3. მე-5 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რისკების შეფასებისა და საზედამხედველო ზომების განსაზღვრისა და დადასტურების პროცესი“; ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პირველ ეტაპზე საზედამხედველო გეგმა მტკიცდება საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტისა და საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსების მიერ. საზედამხედველო გეგმას საბოლოოდ ამტკიცებს საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეთანხმებით. 4. საზედამხედველო ზომების კომერციულ ბანკთან კომუნიკაცია, როგორც წესი, ხდება მხოლოდ იმ ძირითად არგუმენტებთან ერთად, რაც გახდა საზედამხედველო ზომების მიზეზი.“. 4. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თითოეული კომერციული ბანკისათვის რისკის კატეგორიებს ენიჭებათ წონები. აღნიშნული წონების ჯამი უნდა უდრიდეს 100%-ს. წონების განსაზღვრის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტისა და საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის მიერ სექტორის მასშტაბით თითოეული რისკის კატეგორიისათვის განსაზღვრული საშუალო წონები.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები