დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის №26/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 91/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 27/04/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/04/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220090000.18.011.016459 |
91/04
27/04/2020
ვებგვერდი, 28/04/2020
220090000.18.011.016459
„ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის №26/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
|
„ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის №26/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის №26/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 10/03/2015; ს/კ: 220090000.18.011.016159) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. საზედამხედველო ზომები ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა) ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი გამოიყენებს კანონმდებლობით განსაზღვრულ საზედამხედველო ზომებს ან/და სანქციას (ფულად ჯარიმას) ბანკის ან/და მისი ადმინისტრატორების მიმართ.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები