დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 79 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 24/04/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/04/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.54.066.016180 |
|
„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებულ „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესებში“ (www.matsne.gov.ge, 03.09.2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310150000.54.066.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
|
1.
მე-12 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. V თანრიგის სხ-ის პილოტს შეიძლება მიენიჭოს პილოტ-ინსტრუქტორის ოსტატობა, თუ მას ამ ტიპზე/კლასზე აქვს მეთაურის რანგში ნაფრენი არანაკლებ 50 სთ. პილოტი, რომელიც ფლობს ან ფლობდა პილოტ-ინსტრუქტორის ოსტატობას, აღნიშნული თანრიგის სხვა კლასზე შეიძლება გახდეს პილოტ-ინსტრუქტორი, თუ მას მოთხოვნილ საჰაერო ხომალდზე მეთაურის რანგში ნაფრენი აქვს არანაკლებ 30 სთ.“; ბ) მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) წარმატებით ჰქონდეს გავლილი სააგენტოსთან შეთანხმებული მომზადების პროგრამა/დეტალური კურსი სააგენტოს მიერ აღიარებულ ან სერტიფიცირებულ სდ-ში, აგრეთვე გაცნობითი ხასიათის ინსტრუქტაჟი სააგენტოში; ბ) ჰქონდეს 1500 საერთო ნაფრენი საათი, მათ შორის, არანაკლებ 500 ნაფრენი საათი საჰაერო ხომალდის მეთაურის რანგში საჰაერო ხომალდის იმ სახეობაზე (თვითმფრინავი/შვეულმფრენი), რომელზეც ეძლევა შეფასების ჩატარების უფლებამოსილება;“. |
2.
30-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააგენტო უფლებამოსილია აღიაროს სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ავიასპეციალისტის მოწმობა იმ შემთხვევაში, თუ ავიასპეციალისტი დასაქმებულია საქართველოში რეგისტრირებულ ავიასაწარმოში და მოწმობით მინიჭებულ უფლებამოსილებას განახორციელებს საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში შეტანილ საჰაერო ხომალდზე, ან შეასრულებს არაკომერციულ ფრენას.“. ბ) მე-3 პუნტქი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქიით: „3. ჩანართი გაიცემა: ა)ავიასპეციალისტის მოწმობის (გარდა მოყვარული პილოტის მოწმობისა), მოწმობით მინიჭებული შესაბამისი უფლებამოსილებ(ებ)ის და სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადებიდან უმოკლესი ვადით, მაგრამ არაუმეტეს 12 თვის ვადით; ბ) მოყვარული პილოტის მოწმობის, მოწმობით მინიჭებული შესაბამისი უფლებამოსილებ(ებ)ის და სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადებიდან უმოკლესი ვადით.“; გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 5. მოწმობის აღიარებით დაინტერესებული პირი ან ავიასაწარმო სააგენტოს მიმართავს განცხადებით, რომელშიც აღინიშნება სხ-ის ტიპ(ებ)ი (შესაბამისი უფლებამოსილებ(ებ)ით), რომელზეც სურს ავიასპეციალისტის მოწმობის აღიარების მიღება და წარუდგენს სააგენტოს: ა) აღიარების გაცემის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს; ბ) ავიასპეციალისტის მოწმობას ან მის ასლს; გ) შესაბამისი კლასის მოქმედ სამედიცინო სერტიფიკატს, რომელიც გაცემულია საქართველოს ეროვნული ან ავიასპეციალისტის მოწმობის გამცემი ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; დ) ავიასპეციალისტის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტის ასლს; ე) საფრენოსნო ეკიპაჟის წევრის მოწმობის აღიარების შემთხვევაში: ე.ა) მოწმობის პირველად აღიარების შემთხვევაში (გარდა არაკომერციული ფრენის მიზნით (ტექნიკური გადაფრენა, საავიაციო ტექნიკის შემოწმება, საფრენოსნო პერსონალის საკვალიფიკაციო შემოწმება) მოწმობის აღიარებისა) მოწმობის კატეგორიის/მოწმობის აღიარების მიზნების შესაბამისი თეორიული ცოდნის დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)ს სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული სასწავლო დაწესებულებიდან შემდეგ საგნებში: ე.ა.ა) საჰაერო სამართალი; ე.ა.ბ) მეტეოროლოგია (გარდა ბორტინჟინრის მოწმობის მფლობელისა); ე.ა.გ) საექსპლუატაციო წესები (გარდა მოყვარული პილოტის მოწმობის აღიარებისა). ე.ბ) ოსტატობის შესაბამის უნარების/საკვალიფიკაციო შემოწმების შედეგებს ამ წესის №4 დანართის შესაბამისად: ე.ბ.ა) სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ/აღიარებულ სდ-ში/საწაფზე, ხოლო საწაფის არარსებობის შემთხვევაში საჰაერო ხომალდზე; ე.ბ.ბ) სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ან აღიარებული უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის (CPI, SFE, TRE, FE) მიერ, გარდა იმ შემთხვევისა თუ აღნიშნული პირი არის სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ან აღიარებული სდ-ის წარმომადგენელი/თანამშრომელი და სდ-ის ფარგლებში ატარებს შემოწმებას; ე.გ) ამ წესის №19 დანართის შესაბამისად შევსებულ ფორმას და საფრენოსნო წიგნაკს, რომლითაც დასტურდება სათანადო გამოცდილება; ე.დ) არაკომერციული ფრენის მიზნით (ტექნიკური გადაფრენა, საავიაციო ტექნიკის შემოწმება, საფრენოსნო პერსონალის საკვალიფიკაციო შემოწმება) მოწმობის აღიარებისა) საწაფზე ან სხ-ზე უნარების/საკვალიფიკაციო შემოწმების დამადასტურებელი საბუთი; ვ) სხ-ის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობის აღიარებისთვის დოკუმენტს, რომლითაც დადასტურდება, რომ მოწმობის მფლობელი სხ-ის შესაბამის ტიპზე ბოლო ორი წლის განმავლობაში არანაკლებ 6 თვე ახორციელებდა მოწმობით მინიჭებულ უფლებამოსილებას; დ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. მოწმობის ჩანართში აღინიშნება ავიასპეციალისტის მონაცემები (სახელი, გვარი), მოწმობის ნომერი, ჩანართის გაცემის თარიღი, მოწმობის გამცემი უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლება, გაცემის თარიღი, ჩანართის მოქმედების ვადა და საჰაერო ხომალდის კონკრეტული ტიპ(ებ)ი (შესაბამისი უფლებამოსილე(ბე)ბით). ჩანართს ხელს აწერს სააგენტოს უფლებამოსილი პირი და ამოწმებს სააგენტოს ბეჭდით.“.
|
3.
დანართი №4 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები