საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2020 წლის 26 აპრილის ბრძანება №88 „საქართველოს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ“

საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2020 წლის 26 აპრილის ბრძანება №88 „საქართველოს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 88
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრემიერ-მინისტრი
მიღების თარიღი 26/04/2020
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/04/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 23/05/2020
სარეგისტრაციო კოდი
88
26/04/2020
ვებგვერდი, 26/04/2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2020 წლის 26 აპრილის ბრძანება №88 „საქართველოს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ“
საქართველოს პრემიერ-მინისტრი

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის

ბრძანება №88

2020 წლის 26 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ

1. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“  საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტითა და  „ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 აპრილის №267 დადგენილებით  გათვალისწინებული ღონისძიებების ეფექტიანი აღსრულების, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირების, სიტუაციის ნორმალიზებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კონსტიტუციის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გამოყენებულ იქნეს საქართველოს თავდაცვის ძალები.

2. ბრძანება ძალაშია 2020 წლის 26 აპრილიდან.

 

პრემიერ-მინისტრი                   გიორგი გახარია