„პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 265
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/04/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/04/2020
სარეგისტრაციო კოდი 340140000.10.003.021976
265
24/04/2020
ვებგვერდი, 24/04/2020
340140000.10.003.021976
„პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №265

2020 წლის 24 აპრილი

   ქ. თბილისი

 

„პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №185 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/03/2020, 340140000.10.003.021897) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



დანართი
„პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა 

მუხლი 1. პროგრამის მიზანი და ამოცანები

1. პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა)  მიზანია პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე (შემდგომში – პროდუქტ(ებ)ი) არსებული საცალო სარეალიზაციო ფასების შენარჩუნება.

2. პროგრამის ამოცანებს წარმოადგენს:

ა) პროდუქტებზე  ფასის ზრდის შეჩერება სუბსიდირების გზით;

ბ) ქვეყანაში პროდუქტების საჭირო მარაგების შექმნის სტიმულირება.

მუხლი 2. პროგრამის განმახორციელებელი  

1. პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) და სსიპ – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – სამსახური).

2. პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

 მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

1. პოტენციური ბენეფიციარი – საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოში  ახორციელებს პროდუქტ(ებ)ის იმპორტს და რომელთანაც პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია, გაფორმდეს ხელშეკრულება სუბსიდირების შესახებ.

2. ბენეფიციარი – პირი, რომელთანაც პროგრამის ფარგლებში გაფორმებულია სუბსიდირების ხელშეკრულება.

3. სუბსიდირების ხელშეკრულება – სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს პროგრამის ფარგლებში მხარეთა მიერ შესასრულებელ ვალდებულებებს.

4. სუბსიდია – პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ პროგრამის ბენეფიციარზე გასაცემი  ფულადი სახსრები.

5. პროდუქტი/საქონელი − ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, წიწიბურა, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, რძის ფხვნილი და ლობიო.

მუხლი 4. პროგრამის პირობები

პროგრამა ითვალისწინებს ბენეფიციარებისთვის 2020 წლის 15 მარტიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით საქართველოში იმპორტირებული პროდუქტ(ებ)ის საბაჟო ღირებულების სუბსიდირებას შემდეგი პირობებით:

ა)  სუბსიდირება განხორციელდება 2020 წლის 15 მარტიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით არაუმეტეს იმპორტირებული პროდუქტის  საბაჟო ღირებულებასა და 2020 წლის  10 მარტის მდგომარეობით უკანასკნელად იმპორტირებული შესაბამისი პროდუქტ(ებ)ის საბაჟო ღირებულებებს შორის არსებულ სხვაობაზე, სააგენტოს მიერ დადგენილი სუბსიდიის გამოთვლის წესის მიხედვით;

ბ) სუბსიდია განხორციელდება პროდუქტის იმ ჯამური მოცულობის საბაჟო ღირებულებაზე, რომელიც საქართველოში იმპორტირებული იყო 2019 წლის 1 მარტიდან 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით. აღნიშნულ პერიოდში იმპორტირებული საქონლის ჯამურ მოცულობას დაადგენს სამსახური და აცნობებს სააგენტოს;

გ) სუბსიდირება განხორციელდება 2020 წლის 15 ივლისის ჩათვლით.

მუხლი 5. პროგრამის პოტენციური ბენეფიციარის მიერ პროგრამაში მონაწილეობის მიღების მიზნით სააგენტოში  წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა

1. პროგრამაში მონაწილეობის მიღების მიზნით პროგრამის პოტენციურმა ბენეფიციარმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) ბენეფიციარის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

გ) ცნობა სამსახურიდან იმ პროდუქტებზე, რომელთა საბაჟო ღირებულებაზე პოტენციური ბენეფიციარი ითხოვს სუბსიდირებას 2020 წლის 10 მარტის მდგომარეობით განხორციელებული უკანასკნელი იმპორტის შესახებ, პროდუქტის სახეობების მიხედვით, რომელიც მოიცავს პროდუქტის საბაჟო ღირებულებას შესყიდვისა და ეროვნულ ვალუტაში;

დ) ცნობა სამსახურიდან პოტენციური ბენეფიციარის/ბენეფიციარის მიერ 2020 წლის 15 მარტიდან 2020 წლის 15 მაისამდე იმპორტირებული პროდუქტის მოცულობისა და საბაჟო ღირებულების (შესყიდვისა და ეროვნულ ვალუტაში) შესახებ;

ე) ინფორმაცია 2020 წლის 10 მარტის მდგომარეობით უკანასკნელი სარეალიზაციო ფასების (რომელიც არ მოიცავს ფასდაკლების/აქციის ფასებს) შესახებ, რომელიც უნდა შეიცავდეს კონკრეტული სარეალიზაციო პროდუქციის  დასახელების,  ზომის  ერთეულისა  და  ღირებულების (დღგ-ის ჩათვლით) შესახებ მონაცემებს, ელექტრონული სასაქონლო ზედნადების ნომრისა და თარიღის მითითებით, რომლითაც განხორციელდა აღნიშნული პროდუქციის რეალიზაცია;

ვ) სააგენტოს მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია.

2. პოტენციური ბენეფიციარის/ბენეფიციარის მიერ დოკუმენტაციის წარდგენის რიგითობას განსაზღვრავს სააგენტო.

მუხლი 6. ბენეფიციარის მიერ შესასრულებელი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა

1. ბენეფიციარი ვალდებულია, პროგრამის ფარგლებში იმპორტირებული პროდუქციის ან/და მისი გადამუშავების შედეგად მიღებული ნაწარმის რეალიზაციისას შეასრულოს პროგრამის პირობები, სუბსიდირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და არ გაზარდოს, 2020 წლის 10 მარტის მდგომარეობით, ბენეფიციარის მიერ ამ პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასები.

2. ამ  მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და სარეალიზაციო ფასების შესახებ არასწორად წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტის  შემთხვევაში, ბენეფიციარს დაეკისრება მიღებული სუბსიდიით განსაზღვრული თანხის უკან დაბრუნება და პირგასამტეხლო მიღებული სუბსიდიის თანხის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 10 000 ლარისა.

მუხლი 7.  სუბსიდირების გაცემის პროცედურა

სუბსიდიის გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო.

მუხლი 8. მონიტორინგი

1. ბენეფიციარის მიერ პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს ახორციელებს სამსახური.

2. ბენეფიციარის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამსახური აღნიშნულის შესახებ აცნობებს სააგენტოს შემდგომი რეაგირებისთვის.“.