თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №03 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №03 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/04/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/04/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016508
16
24/04/2020
ვებგვერდი, 24/04/2020
010250020.35.163.016508
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №03 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
თელავის მუნიციპალიტეტი
 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2020 წლის 24 აპრილი

ქ.თელავი

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №03 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

       „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–20 მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

 


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №03 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 24/11/2017, 010250020.35.163.016355).

1. დადგენილებით დამტკიცებული „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების“ მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მერის წარმომადგენელი წარმოადგენს საჯარო მოსამსახურეს, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, მერის უფლებამოსილების ვადის ფარგლებში, სამსახურში უკონკურსოდ იღებს და ათავისუფლებს მერი.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების“ მე-13  მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მერიაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი არის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი და მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული სხვა პირი. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი სამსახურში მიიღება უკონკურსოდ მერის უფლებამოსილების ვადის ფარგლებში. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის სამსახურში მიღების და გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მერი“.

 

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება ვრცელდება 2020 წლის 01 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 


თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილი თხლაშიძე