დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 53/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
მიღების თარიღი | 29/04/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/04/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 430030000.22.022.017911 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №111/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 05/09/2016; ს/კ: 430030000.22.022.017184) და ბრძანების:
ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ნ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:“; ბ) პირველი მუხლით დამტკიცებული პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის: ბ.ა) მე-2 მუხლის: ბ.ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) აპლიკანტი – მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებული პრაქტიკოსი მასწავლებელი ან ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც მიღებული აქვს „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის (შემდგომში – ეროვნული სასწავლო გეგმა) შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი ან სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლება (ამ შემთხვევაში აუცილებელია სრული ზოგადი განათლების ქონა), წარმატებით აქვს ჩაბარებული „საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 13 სექტემბრის №193/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესით (შემდგომში – „საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესი“) გათვალისწინებული იმ საგნის გამოცდა/დადასტურებული აქვს კომპეტენცია იმ საგანში, რომლის შესაბამისი აკადემიური ხარისხიც/განათლებაც აქვს და დარეგისტრირდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე;“; ბ.ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საგნის გამოცდა – საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესით გათვალისწინებული საგნის გამოცდა, რომლის წარმატებით ჩაბარების შედეგად აპლიკანტი მოიპოვებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე გასვლის უფლებას;“; ბ.ა.გ) „დ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ პუნქტი: „დ1) საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება – საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესის შესაბამისად დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია, რომლის შედეგად აპლიკანტი მოიპოვებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე გასვლის უფლებას.“; ბ.ბ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის საფუძველი 1. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის საფუძველია: ა) საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარება, ხოლო მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებული პრაქტიკოსი მასწავლებლის შემთხვევაში – საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება; ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის ჩაბარება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგნის გამოცდა, საგნობრივი კომპეტენციების დადასტურების ტესტირება ტარდება საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესის შესაბამისად.“; ბ.გ) მე-4 მუხლის: ბ.გ.ა) მე-3 პუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სპეციალურ პროგრამაში მითითებული უნდა იყოს: ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების: ა.ა) სამართლებრივი ფორმა და სრული სახელწოდება; ა.ბ) იურიდიული მისამართი და პროგრამის განხორციელების ადგილი; ა.გ) ტელეფონი (ფაქსი) და ელექტრონული ფოსტის მისამართი; ა.დ) ხელმძღვანელი პირ(ებ)ის ვინაობა მათი საკონტაქტო ტელეფონების მითითებით; ბ) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება, მიზანი და სწავლის შედეგი; გ) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მოცულობა კრედიტებში; დ) ინფორმაცია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დამტკიცების შესახებ; ე) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ადგილების ჯამური რაოდენობა და ადგილების რაოდენობა საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თითოეული საგნის მიხედვით ცალ-ცალკე; ვ) სწავლის საფასური; ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული საგანი, რომელშიც წარმატებით უნდა ჩააბაროს პირმა გამოცდა/დაადასტუროს კომპეტენცია; თ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდა; ი) სწავლების ენა საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით; კ) აპლიკანტისათვის განსაზღვრული სპეციალური პირობები; ლ) მართვის სისტემის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.“; ბ.გ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თითოეული საგნის მიხედვით განსაზღვრული ადგილების შეუვსებლობის შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია შეცვალოს საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თითოეული საგნის მიხედვით განსაზღვრული ადგილების რაოდენობა ისე, რომ არ შეიცვალოს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ადგილების ჯამური რაოდენობა;“; ბ.დ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარების, ხოლო მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებული პრაქტიკოსი მასწავლებლის შემთხვევაში – საგნობრივი კომპეტენციების დადასტურების შემდეგ აპლიკანტი მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით გადის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე.“; ბ.ე) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. რანჟირების დოკუმენტში მოხვდება მხოლოდ ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი.“; ბ.ვ) მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. იმ პირების თაობაზე, რომლებთანაც გაფორმდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დგება რექტორის ერთიანი აქტი, რომელიც იმავე წლის 5 ოქტომბრამდე იგზავნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში. რექტორის ერთიან აქტში მითითებული უნდა იყოს აპლიკანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, შესაბამის საგნის გამოცდაზე/საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებაზე აპლიკანტის საიდენტიფიკაციო კოდი, საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საგანი, რომელიც წარმატებით ჩააბარა ან რომელშიც საგნობრივი კომპეტენცია დაადასტურა აპლიკანტმა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში მიღებული ქულა.“; გ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. 2021 წლის ბოლომდე აპლიკანტი შესაძლებელია იყოს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, ასევე მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებული პრაქტიკოსი მასწავლებელი. ამ პუნქტით გათვალისწინებული პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების საფუძველია იმ საგნის გამოცდის ჩაბარება, ხოლო პრაქტიკოსი მასწავლებლის შემთხვევაში საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება იმ საგანში, რომლის სწავლებაც სურს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამ პუნქტით გათვალისწინებული პირი, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას წარუდგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია პირი ჩარიცხოს მის მიერ ჩაბარებული საგნის გამოცდის/საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების შესაბამის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/პროგრამის მოდულზე.“. |
მუხლი 2 |
ის პირები, რომლებმაც ამ ბრძანების ამოქმედებამდე დაადასტურეს საგნობრივი კომპეტენცია და ჩაირიცხნენ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, ჩაითვალონ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხულებად.
|
მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები