ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 აპრილის N33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 აპრილის N33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/04/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/04/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.139.016364
9
24/04/2020
ვებგვერდი, 27/04/2020
010250020.35.139.016364
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 აპრილის N33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2020 წლის 24 აპრილი

ქ. ბორჯომი

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 აპრილის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 აპრილის №33 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 010250020.35.139.016291, 30/04/2018 წელი) და

1. დადგენილების მე-7 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„2. მერი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დანიშნოს მერის წარმომადგენელი. მერის წარმომადგენელის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებით.“.

2. დადგენილების მე-13 მუხლის პირველი ნაწილი, მე-5 ნაწილი, მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით და დაემატოს მე-9 ნაწილი:

„1. მერის წარმომადგენელი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების ვადით, თანამდებობაზე მიიღება კონკურსის გარეშე ადმინისტრაციული ხელშეკრულებით.“.

„5. წარმომადგენელი უფლებამოსილია დაადასტუროს:

ა) ადმინისტრაციული ერთეულის სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრები პირების ცხოვრების ფაქტი;

ბ) საპრივატიზაციო საცხოვრებელ ფართში ცხოვრების ფაქტი;

გ) გარდაცვალების ფაქტი;

დ) არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მოქალაქეების თანაცხოვრების ფაქტი; 

ე) სამოქმედო ტერიტორიაზე მაცხოვრებლების აქტი-დახასიათება;

ვ) უძრავ ქონებაზე სამკვიდროს გახსნის შემთხვევაში – მტკიცებულებების არსებობისას ქონების დაუფლების და განკარგვის ფაქტი.

ზ) ფაქტი ნივთის/საქონლის ადგილწარმოშობის შესახებ.“.

ვ) უძრავ ქონებაზე სამკვიდროს გახსნის შემთხვევაში – მტკიცებულებების არსებობისას ქონების დაუფლების და განკარგვის ფაქტი.

„8. მერის წარმომადგენლის მიერ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, მერის წარმომადგენელის სპეციალისტი ადმინისტრაციულ ერთეულში“.

„9. ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელის სპეციალისტი:

ა) მერის წარმომადგენელის სპეციალისტი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან  ათავისუფლებს მერი.

ბ) მერის წარმომადგენელის სპეციალისტი ანგარიშვალდებულია მერისა და წარმომადგენლის წინაშე“.

3. დადგენილების მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„მუხლი 15. მერიის საჯარო მოსამსახურე

მერიაში საჯარო სამსახურს ეწევა: საჯარო მოსამსახურე – პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.

ა) პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე, რომელიც დანიშნულია მერიის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე;

ბ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – პირი, რომელსაც საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება;

გ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც დანიშნულია მერის უფლებამოსილების ვადით. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის, სამსახურში მიღბას, მათ რაოდენობას, შრომის ანაზღაურებას და ადმინისტრაციული ხელშეკრულების შინაარსს, ხელშეკრულების მოქმედების ვადას, ხელშეკრულების შეწყვეტას არეგულირებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის VIII თავი“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიოთარ არბოლიშვილი