შეთანხმება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და რუმინეთის კულტურისა და ეროვნული იდენტობის სამინისტროს შორის კულტურული თანამშრომლობის შესახებ

შეთანხმება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და რუმინეთის კულტურისა და ეროვნული იდენტობის სამინისტროს შორის კულტურული თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11/47
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/04/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/04/2020
ძალაში შესვლის თარიღი 16/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016607
11/47
15/04/2019
ვებგვერდი, 27/04/2020
480610000.03.030.016607
შეთანხმება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და რუმინეთის კულტურისა და ეროვნული იდენტობის სამინისტროს შორის კულტურული თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და რუმინეთის კულტურისა და ეროვნული იდენტობის სამინისტროს შორის კულტურული თანამშრომლობის შესახებ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და რუმინეთის კულტურისა და ეროვნული იდენტობის სამინისტრო (შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი),

ხელმძღვანელობენ რა კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების სურვილით, „საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის კულტურის, განათლებისა და მეცნიერების, მასმედიის, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ პროგრამის საფუძველზე, რომელიც დაიდო 2015 წელს,

შეთანხმდნენ შემდეგზე:


მუხლი 1

მხარეები წაახალისებენ კულტურის სფეროში თანამშრომლობას და მათ მონაწილეობას ვორქშოპებში, სემინ რებში, ღონისძიებებში, გამოფენებში, კონფერენციებში, შეხვედრებსა და სხვა ნებისმიერ კულტურულ ღონისძიებებში, რომელიც ჩატარდება ორი ქვეყნიდან ერთ-ერთის სახელმწიფო ტერიტორიაზე.

 

მუხლი 2

მხარეები ხელს შეუწყობენ ქართველი და რუმინელი ხელოვანების და ხელოვანთა ჯგუფების მონაწილეობას ორ ქვეყანაში ჩატარებულ მუსიკის საერთაშორისო ფესტივალებსა და ღონისძიებებში .


 

მუხლი 3

მხარეები ხელს შეუწყობენ თეატრის , ოპერისა და ბალეტის მსახიობთა და რეჟისორთა ურთიერთგაცვლას , ასევე პროფესიული ჯგუფებისა და ხელოვანების მონაწილეობას ორ ქვეყანაში გამართულ ფესტივალებსა და კონკურსებში .


 

მუხლი 4

მხარეები ხელს შეუწყობენ მწერლებისა და გამომცემლების მონაწილეობას სემინარებში , შეხვედრებსა და პოეზიის საღამოებში , რომელიც მიზნად ისახავს მხარეთა ლიტერატურულ საზოგადოებებს შორის ურთიერთგაგების გაღრმავებას . მხარეები ხელს შეუწყონ პოეტებისა და მწერლების მონაწილეობას ფესტივალებსა და ლიტერატურულ ღონისძიებებში .


 

მუხლი 5

მხარეები განავითარებენ ორმხრივ თანამშრომლობას კულტურული ღირებულების მქონე ისტორიული ძეგლების შენარჩუნებისა და აღდგენის სფეროებში , აგრეთვე , ხელოვნების ისტორიის სფეროში . მხარეები ხელს შეუწყობენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში დაინტერესებულ ორგანიზაციებს შორის პირდაპირ თანამშრომლობას , და აღნიშნულის მიზნით მოახდენენ სპეციალისტების , ინფორმაციისა და პუბლიკაციების გაცვლას .


 

მუხლი 6

მხარეები უზრუნველყოფენ მუზეუმებს შორის კავშირების დამყარებას და მუზეუმის ექსპერტების , გამოფენებისა და პუბლიკაციების ურთიერთგაცვლას . გამოფენათა გაცვლის პირობები უნდა განისაზღვროს ცალკეული შეთანხმების სახით , რომელიც დაიდება უშუალოდ ორგანიზატორებს შორის .


 

მუხლი 7

მხარეები ხელს შეუწყობენ თანამედროვე ხელოვნების გამოფენების ურთიერთგაცვლას . გამოფენათა ურთიერთგაცვლის პირობები უნდა განისაზღვროს ცალკეული შეთანხმების სახით , რომელიც დაიდება უშუალოდ ორგანიზატორებს შორის .


 

მუხლი 8

მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროში და მოახდენენ შემოქმედებით ინდუსტრიებში დასაქმებულთა და ექსპერტთა ურთიერთგაცვლას საუკეთესო გამოცდილების გაზიარებისათვის. მხარეები ხელს შეუწყობენ დიზაინის არქიტექტურის, რეკლამის, კინოს, აუდოვიზულური და ახალი მედიის, თამაშების, საშემსრულებლო ხელოვნებისა და მუსიკის სექტორის წარმოამდგენლების ურთიერთგაცვლას მხარეთა მიერ ორგანიზებულ ისეთ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, როგორებიცაა კონფერენციები, შოურუმები, ბაზრობები, კონკურსები, სავაჭრო მისიები და გამოფენები.


 

მუხლი 9

მხარეები ითანამშრომლებენ კულტურის სტრატეგიების (სამთავრობო, რეგიონული და დარგობრივი), შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავების და მათი მონიტორინგის და შეფასების პროცესში და აღნიშნული მიზნით, ხელს შეუწყობენ ორივე ქვეყნის ექსპერტების, პუბლიკაციების და ა.შ. ურთიერთგაცვლას. მხარეები ჩაერთვებიან კულტურის პოლიტიკის კვლევასა და შემუშავებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ღონისძიებაში (სემინარები, კონფერენციები, ფორუმები და ა.შ.)


 

მუხლი 10

მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას ევროკავშირის პროგრამების ფარგლებში, მათ შორის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა“ მიმართულებით. მხარეები გაცვლიან კვალიფიკაციურ გამოცდილებას აღნიშნული მიმართულებით, პროგრამის სათანადო განხორციელების მიზნით.


 

მუხლი 11

11.1. სხვა კულტურული ღონისძიებები , რომლებიც უკავშირდება შეთანხმებით განსაზღვრულ მიზნებს , შესაძლოა განხორციელდეს მხარეთა წერილობითი თანხმობის საფუძველზე .

11.2. წინამდებარე შეთანხმების მოქმედების პერიოდში , მხარეები ყოველი წლის ბოლოს , წინასწარ შეატყობინებენ ერთმანეთს ფართომასშტაბიანი ერთობლივი პროექტების განხორციელების შესახებ , რათა დროულად მოხდეს საჭირო ფინანსების განსაზღვრა .


 

მუხლი 12

მხარეები ითანამშრომლებენ კულტურის/სახელოვნებო განათლების დაწესებულებების წარმომადგენლების და შესაბამისი აკადემიური კადრების ურთიერთგაცვლაზე, ამ საკითხში გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების წარმომადგენლების საუკეთესო გამოცდილების მიღების მიზნით. ამასთანავე, წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში, უზრუნველყოფენ სტუდენტების და ხელოვანების სხვადასხვა სასწავლო პროგრამაში მონაწილეობას.


 

მუხლი 13

იმ შემთხვევაში თუ სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული, წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, პასუხისმგებელი დაწესებულებები გაცვლიან პროფესიონალებს მოკლევადიანი (არაუმეტეს 30 დღიანი) ვიზიტებით - ხარჯების დაფარვა განხორციელდება შემდეგნაირად:

1. წარმგზავნი მხარე ფარავს მისი დელეგაციის საერთაშორისო მგზავრობის ხარჯებს ორ დედაქალს შორის და მათ ჯანმრთელობის დაზღვევას;

2. მასპინძელი მხარე ფარავს:

ა) დელეგაციის განთავსებისა და კვების ხარჯებს, მასპინძელი ქვეყნის რეგულაციების გათვალისწინებით;

ბ) ადგილობრივ ტრანსპორტირებას, დელეგაციის სამუშაო განრიგის შესაბამისად;


 

მუხლი 14.

იმ შემთხვევაში თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული პასუხისმგებელი დაწესებულებების მიერ, გამოფენების ორგანიზებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვა განხორციელდება შემდეგნაირად:

  1. წარმგზავნი მხარე დაფარავს მისი ნამუშევრების საერთაშორისო ტრანსპორტირების და დაზღვევის ხარჯებს;

  2. მასპინძელი მხარე:

ა) დაფარავს კატალოგებისა და მოსაწვევების ადგილობრივი ტრანსპორტირების, ინსტალაციის, რეალიზების ხარჯებს, ასევე ოთახის ქირავნობის ხარჯებს;

ბ) უზრუნველყოფს მის ტერიტორიაზე გამოფენილი ნამუშევრების უსაფრთხოებას. ნივთების დაზიანების შემთხვევაში, მასპინძელი მხარე უზრუნველყოფს მიყენებული ზიანის ექსპერტიზას, რათა წარმგზავნმა მხარემ შეძლოს დამზღვევი კომპანიისგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა.

გ) ზემოთაღნიშნულ ექსპერტიზასთან დაკავშირებულ ხარჯებს დაფარავს მასპინძელი მხარე.

მუხლი 15

შეთანხმების დებულებების განხორციელება უნდა მოხდეს მხარეთა შესაბამისი სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და ფინანსური შესაძლებლობების შესაბამისად .


 

მუხლი 16

ნებისმიერი დავა , რომელიც შეიძლება წარმოიშვას შეთანხმების დებულებების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით , გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციებისა და / ან მოლაპარაკებების გზით .


 

მუხლი 17

17.1 წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ , დიპლომატიური არხებით , უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან ; შეთანხმება ძალაში რჩება 5 წლის განმავლობაში, განახლების ავტომატური შესაძლებლობით მომდევნო 5 წლის ვადით.

17.2 თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება , მეორე მხარისათვის , შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ , დიპლომატიური არხების მეშვეობით , წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით . ასეთ შემთხვევაში შეთანხმება მოქმედებას წყვეტს წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ .


 

მუხლი 18

წინამდებარე შეთანხმებაში , მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე , შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და ძალაში შევა ამ შეთანხმების მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად . აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს .

ხელმოწერილია, ქ. ბუქარესტში, 2019 წლის 15 აპრილს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, რუმინულ და ინგლისურ ენებზე. შეთანხმების ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან დაკავშირებული შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.


 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელით

 

 

 

___________________________________

 

 

მისი აღმატებულება

ბატონი დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისიტრი

რუმინეთის კულტურისა და ეროვნული იდენტობის სამინისტროს სახელით

 

 

 

___________________________________

 

 

მისი აღმატებულება

ბატონი ვალერი დანიელ ბრეაზი

რუმინეთის კულტურისა და ეროვნული იდენტობის მინისტრი